• რეკლამა
  • კონტაქტი
07:57, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები…“ – ზელენსკი ლეხ კაჩინსკის სიტყვებს იხსენებს

ალია ავტორი - ალია
01:51 03-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით მიმართა პოლონეთის სეიმის წევრებს.

გამოსვლისას ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პოლონეთსა და პოლონელ ხალხს იმისთვის, რომ უკრაინელები თავიანთ ტერიტორიაზე შეუშვეს და ომის უბედურებისგან იხსნეს.

პოლონეთის სეიმში ონლაინ ჩართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლეხ კაჩინსკის მიერ თბილისში წარმოთქმული სიტყვები გაიხსენა.

„დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები, შემდეგ კი, ჩემი ქვეყნის – პოლონეთის ჯერიც დადგება“, – ლეხ კაჩინსკის მიერ 2008 წელს თბილისში წარმოთქმული ეს სიტყვები გაიხსენა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 24 თებერვალს ეს საშინელი „ხვალ“ დადგა უკრაინისთვის, მაგრამ ახლა უკრაინა იბრძვის იმისათვის, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის და პოლონეთისთვის ასეთი ბოროტი დრო არ დადგეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ და პოლონეთმა შექმნეს ძლიერი ალიანსი და ორივე ქვეყნის ისტორიული მისიაა, იყვნენ ევროპის ლიდერები.

„ჩვენ ერთად ვიბრძვით. გვაქვს ძალა. ერთად 90 მილიონი ვართ. ჩვენ შეგვიძლია, ყველაფერი ერთად გავაკეთოთ და ეს არის ისტორიული მისია, პოლონეთის ისტორიული მისია, უკრაინის ისტორიული მისია, იყვნენ ლიდერები, რომლებიც ერთად გამოიყვანენ ევროპას ამ უფსკრულიდან. გადაარჩენენ ამ საფრთხისგან და შეაჩერებენ ევროპის მსხვერპლად გადაქცევას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

თეგები: ზელენსკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved