• რეკლამა
  • კონტაქტი
02:09, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,დღეს სამუდამოდ წახვედი, ჩემო ბედნიერებავ, ვეღარ შეგეხები, ვეღარც ცივს და უმოძრაოს”

ალია ავტორი - ალია
03:41 02-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

ანიტა ფაცაციას ბებია თამუნა გლურჯიძე სოციალურ ქსელში ანიტას გამოსათხოვებელ, ემოციურ წერილს აქვეყნებს:

,,დღეს სამუდამოდ წახვედი, ჩემო ბედნიერებავ. ვეღარ შეგეხები, ვეღარც ცივს და უმოძრაოს.
მაინც რა ლამაზი იყავი, რა მხიარული, რა ტკბილი, რა არაამქვეყნიური… ვერ ვძღებოდი შენით. ჩახუტებულიც, ჩაკოცნილიც მენატრებოდი. სულ მენატრებოდი. იმხელა სიყვარული მასწავლე, ზიდვა მიჭირდა. თურმე მთელი ცხოვრების საკმარისი სიყვარული ამკიდე ერთიანად ასე მალე წასვლას რომ აპირებდი, იმიტომ.
ახლა რა ვქნა?! როგორ ვიცხოვრო?!
როგორ ვაპატიო ჩემს თავს გვერდით რომ არ გყავდი, როცა სიცოცხლისათვის იბრძოდი, როგორ?!
მაპატიე, ჩემო ბედნიერებავ, ყველა მოუფერებელი დღისთვის მაპატიე. აქედან გეფერებოდი, მაგრამ შენ ეს არ იცოდი და იმ გაგლეჯილ, ნაწამებ გულში ალბათ ესეც გტკიოდა.
ვერ გიშველე, ვერ დაგტოვე ამ წყეულ, უსამართლო, უშენოდაც სიცოცხლისგამგრძელებელ დედამიწაზე. ვერაფერი გავაკეთე შენი კისკისისთვის. დაგაღალატე. მაპატიე, ჩემო ბედნიერებავ, ჩემო ყველაზე დიდო სიყვარულო მთელს სამყაროში, ჩემო პატარავ, ჩემო ცქნაფაცქნუფა, ტკბილო, თბილო, დაუნდობლად სიცოცხლეწართმეულო გოგო. იმ სიყვარულისთვის მაპატიე სამყაროზე დიდი რომ მეგონა და ჩემი პაწაწინა ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად სამყოფი რომ ვერ აღმოჩნდა.
შენ ისეთი კეთილი ხარ, ვიცი მაპატიებ. მაგრამ მე ვერ ვაპატიებ ვერასოდეს ვერც საკუთარ თავს, ვერც ამ სამყაროს, ვერც ვერანაირ არსებულ თუ არარსებულ ზე-ძალას. ნუთუ ერთი ციცქნა, ნაზი, პატარა, უწყინარი, უმწეო ანიტა ამძიმებდა ამ ცოდვილ დედამიწას იმდენად, რომ მისთვის პაწია ადგილიც ვერ გამოინახა?!
რა გითხრა მეტი ჩემო ბედნიერებავ, მიყვარხარ და დღითიდღე კიდევ და კიდევ ხუფრო მეყვარები.
ამას ნამდვილად გპირდები ჩემო თვალებბრიალა გოგო, ჩემო საოცრებავ.
რა ცოტა იცხოვრე და რა ბევრი მოახერხე – უამრავ ადამიანს ამოგვიტვიფრე მომავლისთვის ძალის მომცემი ლოცვა:
ვიცოცხლოთ, გვიყვარდეს ანიტას ?-სთვის”

თეგები: ანიტა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved