• რეკლამა
  • კონტაქტი
08:21, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დღეს „ქართული ოცნება” აძლევს 60 მილიონს ეკლესიას, იმიტომ კი არა, რომ მართლა ქველმოქმედია ივანიშვილი და გიჟდება სულიერებაზე, მას სჭირდება მასა, ბრბო საარჩევნო ყუთთან”- მამა პეტრე კოლხი

ალია ავტორი - ალია
12:44 04-19-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
236

მამა პეტრე კოლხი გადაცემას „რეაქცია” სტუმრობდა. გადაცემის თემა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი იყო.

სასულიერო პირი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ” ძირი გამოუთხარა ქართულ სამოციქულო ეკლესიას”.

მამა პეტრე კოლხის განცხადებით, მათ „(ხელისუფლებას) აქვს ანგარიში ჩასაბარებელი რუსული ხელისუფლების წინაშე, წინააღმდეგ შემთხვევაში კარს არის მომდგარი არჩევნები და რუსული ხელისუფლება მხარს არ დაუჭერს ქართულ ოცნებას”.

„გუშინ და დღეს ამოვიკითხე ქართული ოცნების ლიდერების ბოდვები, მაგალითად, კობახიძე ბრძანებს, რომ „ენჯეოების” წინააღმდეგ უნდა მივიღოთ ეს კანონი, რომ დავიცვათ ჩვენი ეკლესია.

მეორე ბოდვა – დედაქალაქის მერი ბრძანებს, რომ ჩვენ მართლმადიდებლობა უნდა დავიცვათ ამ კანონის მიღებით.

ჩვენ უნდა ვისაუბროთ ღიად, საჯაროდ პრობლემებზე:

ბოლო 30 წლის მანძილზე, ეკლესიისთვის იმდენი შეურაცხყოფა არავის მიუყენებია, როგორიც „ქართულმა ოცნებამ“ მიაყენა.

მაგალითად, შემიძლია ჩამოვთვალო: სწორედ „ოცნების” მმართველობიდან იწყება ეკლესიის ავტორიტეტის რყევა, „ოცნების“ ლიდერის პირდაპირი სურვილი და ამოცანა იყო ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელის ავტორიტეტის ნგრევა, ეს მას კულუარებშიც ხშირად უთქვამს და გვსმენია, საჯაროდაც ხშირად უთქვამს, მისი პირდაპირი ამოცანა და ინტერესი იყო, რომ ქართულ ეკლესიას ასეთი ავტორიტეტი არ ჰყოლოდა”. – განაცხადა პეტრე კოლხმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, მან უპასუხა – „დიახ, ივანიშვილს ვგულისხმობ”.

მამა პეტრე კოლხის განცხადებითვე „ციანიდის საკითხი სწორედ „ქართული ოცნების” პერიოდში მოხდა ეკლესიაში”, ასევე „ვერცხლის წყლის მოწამვლის საკითხი სწორედ ოცნების დროს მოხდა”.

„ყველაზე გახმაურებული ამბავი, ე.წ. სუს-ის ფაილები, ადამიანებს რომლებსაც ართმევდნენ სიცოცხლის და თავისუფლად სუნთქვის უფლებას, ეკლესია-მონასტრებში უშვებდნენ გადაცმულებს, ვითომ სულიერებისთვის. ამ დროს ყველა იყო დასმენა-მოსმენისთვის მიგზავნილი, რომ იქიდან ინფორმაციები გამოეტანათ…

პირადი ცხოვრებით შეშინება უკვე არის რუსული ნარატივი, ქართული ოცნება რომ ეს არის რუსული ოცნებაა ჩანს იქიდანაც, რომ სწორედ ამ ფაილების მეშვეობით ეკლესიას ევაჭრება არჩევნების პერიოდში.

ის რომ დღეს, ქართული ოცნება აძლევს 60 მილიონს ეკლესიას, იმიტომ კი არა, რომ მართლა ქველმოქმედია ივანიშვილი და გიჟდება სულიერებაზე, მას სჭირდება მასა, ბრბო, საარჩევნო ყუთთან, ვიღაცეები იტყვიან რომ სამება აგვიშენა, ჩვენ კი არ აგვიშენა, მისი ავტორიტეტისთვის,ინტერესებისთვის მომავლისთვის აიშენა, რომ ხელისუფლებაში მოსულიყო”. – განაცხადა პეტრე კოლხმა.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved