• რეკლამა
  • კონტაქტი
10:24, პარასკევი, 11 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს ქართულ პოლიტიკას სჭირდება საქმის გაკეთება, ახალი სტანდარტის შემოტანა, სწორედ ამ საქმით მოვდივართ ჩვენ” – მამუკა ხაზარაძე

ალია ავტორი - ალია
00:20 09-18-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

“ლელო” საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ზესტაფონის მოსახლეობას შეხვდა და ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი წარუდგინა. 

“ლელოს” ლიდერებმა, როგორც რეგიონის პრობლემებზე, ასევე ლელოს “მარშალის გეგმაზე” ესაუბრა. 

მამუკა ხაზარაძემ ადგილობრივებს განუცხადა, რომ არჩევნებისა და “ლელოს” გამარჯვების შემდეგ პარტიის ლიდერები მათთან შეხვედრას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობენ და პირველი სამი თვიდან 4 წლის ჩათვლით ყველა მათგანს გააცნობენ,  თუ რას აკეთებს პარტია მათთვის. 

“ყოველი ასეთი შეხვედრის დროს დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ თითოეულ თქვენგანთან. დღეს ქართულ პოლიტიკას, როგორც არასდროს, ისე სჭირდება კონკრეტული საქმის გაკეთება და ახალი სტანდარტის შემოტანა, ამ საქმით მოვდივართ ჩვენ, ამ საქმეს კი ჰქვია ნდობა.  როდესაც მე ვლაპარაკობ დღეს თქვენ წინაშე, 100 დღის შემდეგ მოვალ ისევ ჩემს მეგობრებთან ერთად და რა გავაკეთეთ ამ დღეების განმავლობაში, ყველაფერს გეტყვით. ამას არ ექნება ერთჯერადი ხასიათი, რადგან თქვენთან უშუალო შეხვედრისას მე და ჩემი გუნდი ჩვენი მუშაობის სამი თვის ანგარიშს წარგიდგენთ. 4 წელში კი ლელოს “მარშალის გეგმის” შევასრულებთ და ამას თქვენ ყველანი ნახავთ. ამ გეგმაში მთავარი ადგილი უჭირავს ჩვენს იდენტობას, რომელსაც არ დავკარგავთ და ისე განვვითარდებით,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

“ლელოს” თავმჯდომარემ საუბრის დასასრულს იმ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც რეგიონებში არსებობს. ხაზარაძის თქმით, ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო მათი პარტიის მთავარი ამოცანაა. 

“ზესტაფონი, ჭიათურა, ტყიბული, რუსთავი – ამ ქალაქებში უნდა გამოვასწოროთ ეკოლოგიური მდგომარეობა, რადგან ძალიან ბევრია ამის გამო დაავადებული ადამიანი. გამომწვევი მიზეზი ყველამ ვიცით, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მიზეზი დღეს ბიზნესადაა მონათლული. მე ბიზნესიდან მოვდივარ და ხმამაღლა ვამბობ, რომ ეს ბიზნესი არ არის. როდესაც თანამშრომელს ექცევიან უდიერად და მის ჯანმრთელობას არ უფრთხილდებიან, უფრო მეტიც, გარემოს აბინძურებენ, ეს არ არის ბიზნესი. ბიზნესი არის საქმე, რომელსაც აქვს სოციალური პასუხისმგებლობა, არ არის შეკრული მაფიასთან და იხდის გადასახადებს, სწორედ ამ ბიზნესს დავამკვიდრებთ ჩვენ ამ ქვეყანაში,” – განაცხადა ხაზარაძემ.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved