ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს მინსკში შეხვდება.
„როგორც დაგეგმილია, მოლაპარაკების დღეს სახელმწიფოს მეთაურები დეტალურად განიხილავენ რიგ საკითხებს, პირველ რიგში ისაუბრებენ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე და ერთობლივი თანამშრომლობის პროექტებზე, ასევე აქცენტი გაკეთდება იმპორტის ჩანაცვლებაზე“, – წერს რუსული მედია.
„პრეზიდენტები ასევე პრიორიტეტს მიანიჭებენ უსაფრთხოების საკითხებს, გაცვლიან მოსაზრებებს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე“, – აცხადებენ კრემლში.














კომენტარები