საქართველოს პარლამენტი „პატრიოტთა ალიანსის“ სიის სამი წევრის, დავით ზილფიმიანის, გელა მიქაძისა და ფრიდონ ინჯიას სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე დღეს იმსჯელებს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უკვე მიმართა.
მანამდე, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ თუ ფრიდონ ინჯია დათანხმდება პარლამენტში შესვლას, პარტიის დატოვება მოუწევს.
გუშინ საქართველოს პარლამენტმა „პატრიოტთა ალიანსის“ სამი წევრისთვის, ირმა ინაშვილისთვის, გიორგი ლომიასთვის და გოჩა თევდორაძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.
კომენტარები