• რეკლამა
  • კონტაქტი
00:06, პარასკევი, 24 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,დღეს ორი უზუსტესი და უმწარესი დარტყმა მიიღო ქართულმა ოცნებამ“ – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
22:30 07-23-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
311

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:

,,დღეს ორი უზუსტესი და უმწარესი დარტყმა მიიღო ქართულმა ოცნებამ, მისთვის ყველაზე მტკივნეულ წერტილებში: ფული და რუსული კავშირები.

ვაშინგტონმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ჩადო მოთხოვნა, გამოძიებულ იქნეს, რამდენად გაჟღენთილია რეჟიმის უსაფრთხოების სტრუქტურები რუსული და ჩინური სადაზვერვო ქსელებით. იგივე აქტმა, საქართველოსთაბ სამხედრო თანამშრომლობა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას დაუკავშირა. ეს ორპარტიული წითელი ბარათია ქართული ოცნებისთვის და ამერიკის ნებისმიერ თანამდებობის პირს თუ ადმინისტრაციას ძალიან გაუჭრიდება კონკრეტული კონტექსტური მოსაზრებით თუ სიტუაციური საჭიროების გამო შერბილების კუთხით გადახედოს ქოცებთან ურთიერთობას, თუნდაც ტრანზაქციული პოლიტიკის ინტერესებიდან გამომდინარე.

ბრიუსელმა კი დღეს ტრანზაქციები აუკრძალა ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, სადაც თვეების განმავლობაში მშვიდად მუშავდებოდა რუსული ნავთობი და შემდეგ ექსპორტირდებოდა, როგორც ქართული. ამით ქოცები და პირადად ივანიშვილი შოულობდნენ უზარმაზარ ფულს, ხოლო საქართველო იღებდა უმძიმეს რეპუტაციულ ზიანს, როგორც რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დამხმარე ქვეყანა, რომელიც პარაზიტირებს ომზე.

ევროკავშირის სანქციების 21ე პაკეტშივე აღმოჩნდა ქართული კრიპტოპლატფორებიც: ისევ და ისევ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ის ინფრასტრუქტურა, რომელიც რეჟიმის გამდიდრების და ქვეყნის დაზიანების ისეთივე მუშა მექანიზმია, როგორც ყულევის ქარხანა. კრიპტომომსახურების პლატფორმების შემდეგ, ჯერი დგება კრიპტომაინინგზე, რაშიც სრულიად ქოცელიტაა ჩართული, ხოლო პირადად ივანიშვილი უმსხვილესი ქარხნების მფლობელია, რომლებიც პრაქტიკულად სახელმწიფო რესურსით იღებს უზარმაზარ შემოსავლებს, აძვირებს დენს მოქალაქეებისთვის და თან პრაქტიკულად არავის არ ასაქმებს და არანაირი ხეირი არ მოაქვს ქვეყნის ეკონომიკისთვის, მათ შორის, არც გადასახადების სახით.

ცხადია, ეს არაა საქართველოს დასჯა. ეს არის სასჯელი ივანიშვილის რეჟიმისთვის, თან ძალიან ცხადი, დროული, სწორად კალიბრირებული და სწორად დამისამართებული.

მთავარია, ეს ყველაფერი ამავე ტემპით და ასეთივე სწორხაზოვნებით გაგრძელდეს. აქ კი გადამწყვეტი ისაა, როგორ ვიქცევით ჩვენ, როგორც უცხოელ მეგობრებთან მუშაობისას (რასაც ქოცები საბოტაჟს ეძახიან და რისთვისაც გვასამართლებენ), ასევე ქვეყნის შიგნით ერთმანეთთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას.“

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved