დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავს.
აქცია 13:00 საათზე დაიწყება. როგორც პარტიაში აცხადებენ, ეს იქნება მორიგი მშვიდობიანი აქცია მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გასული წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.
კომენტარები