• რეკლამა
  • კონტაქტი
01:52, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, დღეს მთელი მსოფლიოს ელიტა ყვირის, მოკალი, უკრაინაში… ღარიბაშვილი კი მთელ მსოფლიოში დადის და ამბობს მშვიდობა ხალხო, იქნებ, დავამთავროთ ეს ომი” – გოგა ხაინდრავა

ალია ავტორი - ალია
22:35 06-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,378

გოგა ხაინდრავამ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი შეკრების მიმდინარეობისას განაცხადა:

„ხშირად მახსენდება, რით დაიწყო ეს ცივილიზაცია, დაიწყო კოლიზეუმით, რომში ელიტა იჯდა ცოლებით და ბავშვებით, იქ ბარბაროსები იყვნენ გლადიატორები, დაიჭერდნენ, აჩვენებდნენ, მოკალი, ყვიროდნენ. დღეს მთელი მსოფლიოს ელიტა ყვირის, მოკალი, უკრაინაში. ჩვენ არ ვიცით მასშტაბი, რადგან ყველა გვატყუებს. მედია მსოფლიოში აღარ არსებობს. არის ნაწილი, რომელიც ცდილობს რაღაცას, მაგრამ ტრენდის ეშინია. დაინგრა ის ქვეყანა, გაანადგურეს უკრაინა. ასეულობით მილიარდი დოლარია დახარჯული, რომ დახოცონ ერთმანეთი. მთელი მსოფლიო ელიტა, დემოკრატიახუხულა თავზე ჩამონგრეული, ვითომ ლიბერალიზმით მოწამლული მსოფლიო საზოგადოება უყურებს ამას და არცერთი მათგანი, ე.წ. დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი არ ამბობს, გაჩერდით. ოთხი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ამას ბედავს. ჩემდა საამაყოდ, ერთ-ერთი არის საქართველო და ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მთელ მსოფლიოში დადის და ამბობს მშვიდობა ხალხო, იქნებ, დავამთავროთ ეს ომი. არა, ეს ომი არ დამთავრდება, რადგან ეს ორი მონსტრი ერთმანეთთან ომობს. არმაგედონი ხდება. უკრაინელები და რუსები არიან ერთი ხალხი, ერთი ფესვიდან ამოსული. კახელსა და სვანს შორის უფრო მეტი განსხვავებაა, ვიდრე უკრაინელსა და რუსს შორის. ეს არის ცალსახა. ეს ხალხი უმოწყალოდ ხოცავს ერთმანეთს. მეორე მხარეს არის მეორე მხეცი, რომელიც ცდილობს, გაჟუჟონ ერთმანეთი. ჩვენს ხელისუფლებასაც აქვს ნაკლი, მაგრამ ერთი დიდი უპირატესობა ყველა დანარჩენ ქვეყნებთან არის ის, რომ ეს ხელისუფლება ასრულებს საკუთარი ხალხი დავალებას, ნებას და იცავს საკუთარ ინტერესებს. იცავს მშვიდობას. მარტო ის არის საკმარისი, რომ ამბობს, მშვიდობა. ერთი დღეს შეხედონ, რა ხდება იმ ქვეყანაში. სულ გვეუბნებიან, ვადაგასული ელჩი რომ არის, დიღომში რომ ზის, ამდენი ფული ჩავდეთ ქვეყანაში, ვკითხულობთ, რაში ჩადეთ, ორ რამეში – ჯარი და ამაში ნამდვილად ჩადეს, მეორე ნაწილი წავიდა იმ ჯოჯოხეთში, რომელსაც არასამთავრობოები ჰქვია. როგორ შეიძლება, ვილაპარაკოთ იმ ხალხზე, რომელთათვისაც სამშობლო არაფერს წარმოადგენს”

თეგები: გოგა ხაინდრავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved