ნიკა გვარამია, სოციალურ ქსელში, წერს:
“მეც რომ ვუყურებ, ბევრი სისულელე მაქვს ცხოვრებაში გაკეთებული, ჩემი თავისთვის ბევრჯერ ნაღალატევი, მაგრამ სწორედ ამიტომ მჯერა მონანიების. ძალიან ადვილი იყო, რაღაც მომენტში დამეჯერებინა, რომ აი, ეგა ვარ, რაცა ვარ. და ისეთივე გამოუსადეგარი ვყოფილიყავი ჩემი თავისთვის და ქვეყნისთვის, როგორც ვიყავი. რეზო გაბრიაძემ მითხრა, – ჩემთვის იქამდე სრულიად უცნობმა კაცმა, დიდი ხანი ვილაპარაკეთ – იცი რაო, მთავარია, ადამიანს და ადამიანობას ემსახუროო. იგივე მითხრა, რასაც ელინგტონი ამბობს ზავინულის დისკზე „My people“. და ეს არ ნიშნავს, რომ ერთხელ გეძლევა ამის შანსი. არა, ამის უფლება და შანსი გაქვს ყოველთვის, მილიონნაირი დაცემის და შეცდომის მერეც“.
ნიკა რურუა, The Man who reinvented himself
დღეს მისი გარდაცვალების დღეა. ხსოვნა იყოს ნიკასი
კომენტარები