დღეს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.
საქმე ეხება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვას.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა დანიშნული. როგორც ცნობილია სასამართლო პროცესს ექსპრეზიდენტიც და ასევე თეიმურაზ ჯანაშიაც დაესწრება.
პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
კომენტარები