23 მარტს, უკრაინაში, ლუგანსკის რეგიონში ადგილობრივი დროით 9 საათზე დროებით ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება ძალაში შევა, რაც მშვიდოებიან მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ქალაქი დატოვს. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგი გაიდაი ავრცელებს.
განცხადებაში დეტალურადაა აღწერილი თავშეყრის ადგილები, სადაც მოსახლეობას შეეძლება გაჩერება, სანამ მატარებლის მეშვეობით ლუგანსკს დატოვებს.
“ყურადღება!! შეთანხმებულია ჰუმანიტარული დერეფანი: რუბიჟნეს, ლისიჩანსკის, სევეროდონეცკის, ჰირსკის დასახლების (კონკრეტულად, ნიჟნეს) მაცხოვრებლების ევაკუაცია დღეს მოხდება”,
კომენტარები