ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.
ტაძრებში დილიდან წირვა-ლოცვა შესრულდება. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ – 6 მაისს – წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.
23 ნოემბერი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.
საეკლესიო მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო.
კომენტარები