• რეკლამა
  • კონტაქტი
08:21, ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს გა­ხა­რი­ას რე­ი­ტინ­გი, შეიძლება, აღარ იყოს 62%, რად­გან, “ოც­ნე­ბის“ მხარ­და­ჭე­რე­ბი­დან ნა­წი­ლი თვლის, რომ გა­ხა­რი­ამ გუნ­დი მი­ა­ტო­ვა – ვახტანგ ძაბირაძე

ალია ავტორი - ალია
15:42 04-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

IRI-ს ბოლო კვლე­ვა­ში, რომ­ლის ჩა­ტა­რე­ბაც თე­ბერ­ვლის ბო­ლოს დას­რულ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო ტენ­დენ­ცია გა­მო­იკ­ვე­თა. მა­გა­ლი­თად, გა­მო­კი­თხულ­თა 60% ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მიერ სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ბო­ი­კოტს მხარს არ უჭერს; 45% რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას მხარს უჭერს, 45% კი – არა; რაც შე­ე­ხე­ბა პარ­ტი­ებს, მო­მა­ვალ კვი­რას არ­ჩევ­ნე­ბი რომ იყოს, 35% “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” და­უ­ჭერ­და მხარს, 18% კი – “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას”; ლი­დე­რე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ რე­ი­ტინ­გში პო­ლი­ტი­კო­სებს შო­რის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბუ­ლი – 65% გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ერგო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ექ­სპერ­ტი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე ესა­უბ­რე­ბა.

მუდ­მი­ვად ვამ­ბობ­დით, რომ “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ ორი ლი­დე­რია – კა­ლა­ძე და გა­ხა­რია, ეს სი­ახ­ლეს მე მგო­ნი, არა­ვის­თვის წარ­მო­ად­გენ­და. ამ ორ ადა­მი­ანს ჰქონ­და და დღე­საც აქვს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­პი­ტა­ლი. ამი­ტომ ჩემ­თვის ის, რომ ამ პო­ლი­ტი­კოს­თა შო­რის ლი­დე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე გა­ხა­რია აღ­მოჩ­ნდა, მო­უ­ლოდ­ნე­ლი სრუ­ლი­ა­დაც არ ყო­ფი­ლა – ისევ და ისევ, მთლი­ა­ნი კონ­ტექ­სტი­დან გა­მო­დი­ნა­რე თუ ავი­ღებთ, როცა მო­სახ­ლე­ო­ბის 60% მხარს უჭერს ოპო­ზი­ცი­ის პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას და რო­დე­საც ლა­პა­რა­კია ლი­დე­რებ­ზე, რა თქმა უნდა, იქ გა­ხა­რი­ას ფი­გუ­რა წამ­ყვა­ნი იქ­ნე­ბო­და. თა­ნაც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ეს ის დროა, როცა გა­ხა­რია ჯერ კი­დევ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებ­და. ამა­ნაც, რა თქმა უნდა, ხელი შე­უ­წყო იმას, რომ მისი ფი­გუ­რა წინ წა­მო­წე­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ის საკ­მა­ოდ თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბის და ლი­დე­რის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და, შე­ეძ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, ბო­დი­შის მოხ­დაც და ა.შ. ბევ­რი ფაქ­ტო­რი იყო, რა­მაც მისი რე­ი­ტინ­გის ზრდა და დამ­დგა­რი შე­დე­გი გა­ნა­პი­რო­ბა.

რო­გორც ვთქვი, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ორ­ჯერ მეტი ამომ­რჩე­ვე­ლი უჭერს მხარს, ვიდ­რე “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, ეს არ­ჩევ­ნე­ბამ­დეც ასე იყო და შარ­შან ამ დრო­საც ასე იყო. არის თე­მე­ბი, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ იც­ვლე­ბა, მუდ­მი­ვა­სა­ვი­თაა. ასე­ვე, შე­საძ­ლოა, დღეს გა­ხა­რი­ას რე­ი­ტინ­გი, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ის გა­დად­გა და პრე­მი­ე­რი აღარ არის, აღარ იყოს 62%, რად­გან, რა თქმა უნდა, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მხარ­და­ჭე­რე­ბი­დან ნა­წი­ლი თვლის, რომ გა­ხა­რი­ამ გუნ­დი მი­ა­ტო­ვა და არას­წო­რად მო­იქ­ცა, ისი­ნი მას უკვე აღარ ჩათ­ვლი­ან ლი­დე­რად, მაგ­რამ ამა­ვე დროს, გა­ხა­რი­ას სუფ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი წონა გა­მოჩ­ნდე­ბა – ეს თე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა, მერ­ყე­ვი იყოს, ისე­ვე, რო­გორც კა­ლა­ძის რე­ი­ტინ­გი და ა.შ. ე.ი. ამა თუ იმ ლი­დე­რის პი­რა­დი რე­ი­ტინ­გი შე­იძ­ლე­ბა, ცვა­ლე­ბა­დი იყოს, მაგ­რამ ის, რომ 60% მო­ი­თხოვს, რომ ბო­ი­კო­ტის რე­ჟი­მი შე­იც­ვა­ლოს და ოპო­ზი­ცია პარ­ლა­მენ­ტში შე­ვი­დეს, ვფიქ­რობ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით, ასე­ვე დარ­ჩე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, არის თე­მე­ბი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვი იქ­ნე­ბა, და თე­მე­ბი, რო­მე­ლიც იც­ვლე­ბა – გა­აჩ­ნია, რას ეხე­ბა. ასე რომ, ცალ­სა­ხად იმის თქმა, რომ ახლა ჩა­ტა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კარ­დი­ნა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბულ ვი­თა­რე­ბას მი­ვი­ღებთ, სწო­რი არაა, ეს ასე ნამ­დვი­ლად არ მოხ­დე­ბა.

თეგები: გიორგი გახარიავახტანგ ძაბირაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა FMCG სექტორზე ახალი კვლევა წარადგინა

17:17 11-26-2025
თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის შეთავაზებების ფარგლებში დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ გალერია თბილისში

14:03 11-26-2025
დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში

14:50 11-25-2025
ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით
ახალი ამბები

ნუ მიატოვებ სურვილებს – აისრულე თიბისი განაწილებით

14:22 11-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved