დღეს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სვენ მიქსერის მიერ მომზადებულ ანგარიშს განიხილავენ, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებას ეხება.
გარდა ამისა, კომიტეტის წევრები უმასპინძლებენ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკაზე COVID-19-ის პანდემიის დროს ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის გამიზნულ დახმარებაზე ისაუბრებს.
ევროპარლამენტარები ასევე კენჭს უყრიან ევროპარლამენტის რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის მიმართ, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პოლიტიკას ეხება და 2020 წლის ივნისში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის იყო შემუშავებული.
კომენტარები