ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობა გრძელდება. დღეს დეოლიგარქიზაციის საკითხზე პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
„დეოლიგარქიზაციის ერთგულება, რომელიც მიღწეული უნდა იყოს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრით“ – ასეთია რეკომენდაციის მეხუთე პუნქტის ჩანაწერი.
სამუშაო ჯგუფებს კვლავ ბოიკოტს უცხადებენ „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.
კომენტარები