საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დავით აღმაშენებლის სახელს საქართველოს აღმავლობის ეპოქა – ქვეყნის გაერთიანება, აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი რეფორმები, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორის ბრძოლა, გელათის ტაძრისა და აკადემიის მშენებლობა, (აკადემიაში იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი მოღვაწეობდნენ) და პოეტური ნაწარმოები “გალობანი სინანულისანი”.
კომენტარები