• რეკლამა
  • კონტაქტი
06:11, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს ბევრად მეტი უნდა ვიყოთ – დეფაქტო ხელისუფლება ძალადობს” – გახარია

ალია ავტორი - ალია
18:46 12-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
137

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია:

გუშინ საქართველოს დეფაქტო ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადაკვეთა წითელი ხაზები და საქართველოს მოქალაქეებს მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს სასტიკად გაუსწორდა. ეს იყო შემთხვევა, როცა საქართველოს ხელისუფლებას ფორმალური მიზეზიც არ ჰქონდა იმისთვის, რომ დაერბია და ეძალადა საქართველოს მოქალაქეებზე, რაც გააკეთა. უფრო მეტიც, ორგანიზებულად საპოლიციო ძალებმა და არაფორმალურმა დაჯგუფებებმა, ფაქტობრივად, ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი დემონსტრანტები, უმიზეზოდ იტაცებდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის გამვლელებს, მათზე ძალადობდნენ. ეს იყო ყველა ნორმის – ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების დარღვევა. ის რაც დღეს ხდება ყველანაირი კონტროლისა და კანონის მიღმაა.

სამწუხაროდ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლება თავად აპროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ ქაოსის საზღვარზე ვდგავართ. ფაქტია, რომ ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი სამართალდამცავი სისტემა და სამართალდამცავი სისტემისთვის უკანონო დავალებების გაცემით, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანა ის 500-ზე მეტი ახალგაზრდა, ვინც დღეს არის დაკავებული. უკანონოდ დაკავებული ადამიანები არიან ივანიშვილის მძევლები. ჩვენ დღეს არ ვიცით ზუსტი რაოდენობა დაკავებული ადამიანების – 500 არიან თუ ბევრად მეტი, არ ვიცით რამდენი არიან დაშავებულები, ან სად მკურნალობენ, ფაქტობრივად, დღეს დეფაქტო ხელისუფლება ძალადობს საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებზე.

ჩვენ ძალიან სახიფათო ზღვართან მივედით და ამიტომ, საქართველოს თითოეული  მოქალაქის მოვალეობა და ვალდებულებაა, ის რაც ჩვენ გაგვაჩნია, ჩვენ გაგვაჩნია სამართლიანი, მშვიდობიანი პროტესტის უფლება დეფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ – ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. დღეს ბევრად მეტი უნდა ვიყოთ, ვიდრე ვიყავით გუშინ და ეს არ უნდა იყოს მხოლოდ თბილისში, ეს უნდა იყოს საქართველოს ყველა დიდ თუ პატარა ქალაქში. ეს არის ერთადერთი გზა, როგორ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი სამშობლო, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ახალგაზრდები, რომლებზეც დეფაქტო ხელისუფლება ძალადობს უკანონოდ და არის შემთხვევები, როცა წამების ზღვარზეა.

მე მინდა მივმართო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს – აღშფოთებების დრო აღარ არის! დღეს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისა და დემოკრატიული ფასეულობებისთვის იმსახურებენ თქვენგან ქმედით ნაბიჯებს და მხარდაჭერას და ეს მხარდაჭერა უნდა გამოიხატებოდეს არამხოლოდ განცხადებებში და აღშფოთებებში, არამედ პირდაპირ სანქცირებაში იმ ადამიანებზე, რომლებიც ძალადობენ დღეს საქართველოს მოქალაქეებზე და არღვევენ ყველა ნორმას, ადამიანის ყველა უფლებას.

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც აღშფოთებულია იმით, რაც გუშინ ხდებოდა თბილისის ქუჩებში, მინდა გაგამხნევოთ და გითხრათ, რომ სიმართლე ჩვენს მხარესაა. ჩვენ ბევრად უფრო მეტი ვართ და იცოდეთ, რომ მშვიდობიანი, სამართლიანი პროტესტი არის ჩვენი მთავარი ძალა. მშვიდობიანი, სამართლიანი პროტესტით უნდა დავუპირისპიროთ მოძალადე ხელისუფლებას და დღეს ყველაზე მეტი უნდა ვიყოთ თბილისის თუ საქართველოს დანარჩენ პატარა თუ დიდ ქალაქში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved