• რეკლამა
  • კონტაქტი
12:29, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეს ბედობაა

ალია ავტორი - ალია
10:20 01-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

დღეს საქართველოში სახალხო დღესასწაულს – ბედობას აღნიშნავენ. ბედობა რელიგიური დღესასწაული არ არის, იგი ერთ-ერთი მისტიკური შინაარსის სახალხო ტრადიციაა, რომელიც რელიგიურ შეხედულებებს ეწინააღმდეგება. ტრადიცია საუკუნეებს ითვლის. ძველ დროში დარწმუნებულები იყვნენ, როგორც შეხვდებოდნენ ამ დღეს, მთელ წელს ისე გაატარებდნენ.  ამ თარიღს დღემდე ულოცავენ ერთმანეთს და ცდილობენ ხალისიანად გაატარონ.

რიტუალი ასეთი იყო –  ოჯახი შეარჩევდა ბედნიერ ადამიანს, რომელის „ფეხზე“, “კვალზე” იყო დამოკიდებული მომდევნო წლის კეთილდღეობა.

„მეკვლე მოვიდოდა და თან მოჰქონდა რაიმე ტკბილეული, შემოვიდოდა და იტყოდა: ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისაო და დაილოცებოდა. მას დაუდგამდნენ სუფრას და უმასპინძლებდნენ. შემდეგ გაატანდნენ ტკბილეულს.

ამ დღეს ოჯახები არც რაიმეს სესხულობდნენ და არც  გაასესხებდნენ, ვინაიდან სესხება, გასესხება, ოჯახის ნივთების განათხოვრება გაწბილებასთან და მოტყუებასთან იყო დაკავშირებული.

 

საქართველოში ბედობა სამჯერ აღინიშნება.  პირველი ბედობა ბარბალობას (ბარბარობას) უკავშირდება. ამ დღეს ფეხბედნიერ, მდიდარ ადამიანს იწვევდნენ და განსაკუთრებით უმასპინძლებდნენ, კუთხეების მიხედვით მეკვლეს სხვადასხვა მარცვლეულს ახვედრებდნენ, რაც ხშირ შემთხვევაში სიუხვესთან ასოცირდებოდა. მარცვლეულს მეკვლეს ტახტზე უყრიდნენ, რაც შინაური ფრინველების გამრავლებას უკავშირებდნენ.

“მეკვლევ, კარგად მოიკეცე, რომ წრეულს კრუხებმა კარგად გამოჩეკონ და წიწილები ბლომად მოგვცენო”.
ამ დღეს ნაბადმოსხმულ კაცს შინ არ შეუშვებდნენ ოჯახში – სჯეროდათ, რომ ნაბდიანი კაცის სახლში შესვლამ მობუზული წიწილები იცისო. ამ დღეს სხვადასხვა რეგიონში ნიგვზიან ქადებს და ლობიან პურებს აცხობდნენ, რომლებსაც პატარებს ურიგებდნენ.

ანალოგიურად იქცეოდნენ ახალი წლის მეორე დღეს – 2 იანვარს.  აქაც არის მეკვლე, თუმცა ბარბალობისგან (ბარბარობა) განსხვავებით ეს დღე არა მარტო მეკვლეზეა დამოკიდებული, აქ მნიშვნელოვანია როგორ იქცევა ამ დღეს ოჯახის ყველა წევრი.

ბავშვები ამ დღეს ხშირად იღებდნენ ბებიის მკაცრ გაფრთხილებას – “არ იტიროთ, არ იჩხუბოთ, თორემ მთელ წელს ჩხუბსა და ტირილში გაატარებთო.”
მესამე ბედობა იგივეა რაც 2 იანვრის, თუმცა მათთვის ვინც ძველით ახალ წელს აღნიშნავს, ბედობაც ძველი კალენდრით უწევს.

ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია დაკავშირებულია ორ კალენდარულ სისტემას შორის განსხვავებასთან. ერთია იულიუსის “ძველი სტილის” კალენდარი, მეორე კი გრიგორიანული “ახალი სტილის” – რომლითაც ცხოვრობენ თანამედროვე ადამიანები.

ამ განსხვავებამ, XX ‑ XXI საუკუნისათვის შეადგინა 13 დღე-ღამე, ამიტომაც ახალი წელი ძველი სტილით აღინიშნება 13 დან 14 იანვრის ღამეს იმ ქვეყნებში, სადაც მართლმადიდებლური ეკლესია კვლავ იულიუსის კალენდრით სარგებლობს.

პრაქტიკულად ყველა ევროპული სახელმწიფო გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში. რუსეთში ცვლილება მოხდა 1918 წლიდან.ძველით ახალი წლის შეხვედრის ტრადიცია შემონახულია ბელორუსიასა და უკრაინაში, სადაც 14 იანვრის წინა საღამოს “უხვს” უწოდებენ, რამდენადაც მიღებულია მარხვის შემდეგ მდიდრული სუფრის გაშლა. ყოფილ იუგოსლავიაში (სერბია, ჩერნიგორია, მაკედონია) ასევე ზეიმობენ ამ თარიღს. სერბები მას “სერბულ ახალ წელს” უწოდებენ. ჩერნიგორიაში კი ძველით ახალ წელს “ნამდვილ ახალ წელს” უწოდებენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved