ელისო ჯანაშია, სოციალურ ქსელში წერს:
დღეს 4 შვილის დედა მოკლა პათოლოგმა ქმარმა ფოთში. 4 ობოლი შეემატა დღეს ქვეყანას…
ამ ქალის გვერდს ჩავუყევი და ისეთი ნატანჯი თვალები აქვს ფოტოებზე, ვერ გავუძელი.
რა ჯოჯოხეთია ბევრი ქალისთვის ამ ქვეყანაში, მსგავ პირიტყვებთან ცხოვრება.
ალბათ, კიდევ რამდენი ასეთი გაუბედურებულია ჩვენს ირგვლივ და არც ის იმჩნევს, არც არავინ გვერდზე…
ყველაფერს მათი “კაცობით” ამართლებენ.რაც კაცს ეპატიება, ქალს მაგის მეათედის მცდელობაზეც გაამათრახებს საზოგადოებადწოდებული ბრბო.
რამდენ ოჯახშია კიდევ ძალადობა ჩვენს გვერდით, საუბედუროდ და რამდენი უნდა მოკლან, სხვისი ჭირი – ღობის ჩხირად რომ არ განიხილონ.
“რა ჩვენი საქმეა, ოჯახში რა ხდება” – იტყვიან და გაერიდებიან ძალადობის ფაქტებს.
მკვლელობის მერე კი გამაოგნებელ კითხვას დასვამენ: კი მაგრამ, რატომ? რა დააშავა?











კომენტარები