დღეს, 25 ნოემბერს, 13:00 საათზე, 270 დღიანი პროტესტის მონაწილე ჭიათურელი მაღაროელები თბილისში, შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ. მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძე ჩვენთვის მოწოდებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ “მაღაროელებს დღემდე არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რაზე შეთანხმდნენ სახელმწიფო, ბიზნესი და პროფკავშირები, რასაც 2000 ადამიანის უმუშევრად დატოვება მოყვა, აქედან 1050 სამსახურში აღდგენის მოლოდინშია”. მისი თქმით, აქციის მონაწილეები ამ კითხვას პასუხსა და უკანონოდ დაპატიმრებული მაღაროელების გათავისუფლებას ითხოვენ და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მოვიდნენ მათ მხარდასაჭერად ჯანდაცვის სამინისტროსთან.
“დღეს, 25 ნოემბერს, 13:00 საათზე, ჭიათურელი მაღაროელების 270 დღიანი პროტესტის მონაწილეები თბილისში, შრომისა და ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას გამართავენ — სწორედ იქ, სადაც მიმდინარეობდა სამმხრივი კომისიის შეხვედრები. მაღაროელებს დღემდე არ აქვთ პასუხი კითხვაზე, რაზე შეთანხმდნენ სახელმწიფო, ბიზნესი და პროფკავშირები, რასაც 2000 ადამიანის უმუშევრად დატოვება მოყვა, აქედან 1050 სამსახურში აღდგენის მოლოდინშია.
მაღაროელები ითხოვენ პასუხებს და უკანონოდ დაპატიმრებული მაღაროელების გათავისუფლებას, რომლებიც უკეთესი შრომითი პირობებისთვის და ჭიათურის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის გამო ისჯებიან.
მაღაროელები აგრძელებენ ბრძოლას მშობლიური ქალაქიდან და ქვეყნიდან იძულებით წასვლის წინააღმდეგ,
მაღაროელები აგრძელებენ ბრძოლას ვალის და გამოსახლების წინააღმდეგ,
მაღაროელები აგრძელებენ ბრძოლას კეთილდღეობისთვის, იმედისთვის, ღირსებისთვის.
მოდი და ვაჩვენოთ, რომ მაღაროელები და ჭიათურა მარტო არ არის”, — აცხადებს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძის ვიდეომიმართვაში.














კომენტარები