„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შედის.
კერძოდ, დადგენილების მე-7 მუხლის ძველი რედაქციით, იკრძალებოდა ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. ამასთან, მძღოლი აღჭურვილი უნდა ყოფილიყო პირბადით და მგზავრები უნდა განთავსებულიყვნენ მძღოლის უკანა მხარეს.
ახალი რედაქციით, კი ძალაში დარჩა მხოლოდ მძღოლის შეზღუდვა პირბადეზე და მგზავრების განსათავსებელ ადგილზე – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას როგორც მძღოლი, ისე მგზავრები აღჭურვილი უნდა იყვნენ პირბადით.
კომენტარები