• რეკლამა
  • კონტაქტი
03:17, პარასკევი, 10 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეიდან სტრასბურგში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სამიტთან დაკავშირებით დებატები იმართება

ალია ავტორი - ალია
12:10 04-25-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
119

დღეიდან სტრასბურგში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სამიტთან დაკავშირებით დებატები იმართება. დისკუსია დაგეგმილია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით. ქართული დელეგაცია სხვადასხვა კომიტეტში პარტნიორებთან სამუშაო შეხვედრების გამართვასაც გეგმავს.

„ვისაუბრებთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება პროცესები ქვეყანაში. რა თქმა უნდა, მათთან ერთად ვიმსჯელებთ იმ ანგარიშზე, რომელიც მათ გამოაქვეყნეს ცოტა ხნის წინ. ჩვენ გვქონდა მთელი რიგი შენიშვნები ამ ანგარიშთან დაკავშირებით და ჩვენ ჩვენს მოსაზრებებს გავუზიარებთ ორივე მომხსენებელს. ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან ვესაუბროთ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. რა თქმა უნდა, მათ შორის საუბარი გვექნება 12 პუნქტზე, კანდიდატის სტატუსზე და ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც ამ ყველაფერზე დისკუსიის საშუალებას გვაძლევს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

„იქნება დებატები, რომელიც მნიშვნელოვანია მოახლოებული რეიკიავიკის სამიტის წინ, სადაც მთავრობების ხელმძღვანელები 46 ქვეყნიდან შეიკრიბებიან მაისში. ასევე, ჩატარდება რუმინეთის მიერ წარდგენილი მოსამართლეების კენჭისყრა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. პლენარული სხდომის პარალელურად ჩატარდება არაერთი საკომიტეტო განხილვა და ყურადღება გამახვილდება იმ საკითხებზე, რომლებიც საქართველოსთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს და რომელთან მიმართებაშიც ჩვენი ყურადღება მაქსიმალურად არის ორიენტირებული“, – აღნიშნა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გივი მიქანაძემ, რომელიც სტრასბურგში იმყოფება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved