დღეიდან სლოვაკეთში არავაქცინირებული პირებისთვის უფრო მკაცრი შეზღუდვები წესდება. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა განაცხადა, რომ „ეს არავაქცინირებულებისთვის ლოკდაუნია“.
ახალი წესების თანახმად, რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებში, არასასიცოცხლო საქონლის მაღაზიებში, სპორტულ აქტივობებსა და საზოგადოებრივ ღონისძიებებზე მხოლოდ იმ ადამიანებს დაუშვებენ, ვინც აცრილია ან კორონავირუსისგან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გამოჯანმრთელდა.
სლოვაკეთს ევროკავშირში ვაქცინაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს – მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 45% არის აცრილი.
კომენტარები