• რეკლამა
  • კონტაქტი
01:40, პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

ალია ავტორი - ალია
10:32 03-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18

7 მარტს საქართველოში, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვბით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. 7 მარტს დასავლეთ, ხოლო 8 მარტს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

როგორც „იმედნიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც.

„დღეს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. მკვეთრად დაეცემა ტემპერატურა და მხოლოდ 3-8 გრადუსი იქნება დაბლობში. დასავლეთ საქართველოში უნდა ველოდოთ თოვლს, შავი ზღვის სანაპირო რეგიონებში ქარი გაძლიერდება. ეს ეხება არა მხოლოდ ზღვისპირეთს, არამედ – მტკვრის ხეობასაც; თბილისის გარეუბნებშიც, შესაძლოა, 30 მ/წმ-მდე დაფიქსირდეს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა და შტორმიც. ქარის ეს შემოჭრა არის ხანმოკლე და მხოლოდ დღესაა მოსალოდნელი. თუ დღეს ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში დაეცემა, 8 მარტს აღმოსავლეთ საქართველოშიც მკვეთრად დაიწევს ნიშნული. ასევე, მოსალოდნელია ნალექი – უმეტესად, თოვლის სახით, მათ შორის – თბილისშიც. დღეს ქარი დასავლეთ საქართველოშიცაა მოსალოდნელი და აღმოსავლეთითაც. ორშაბათს თბილისში ღრუბლიანი, ნისლიანი, ცივი ამინდი იქნება და ნალექს უნდა ველოდეთ თოვლის ან თოვლჭყაპის სახით, თუმცა, ქარი აღარ იქნება“ – აცხადებს ჰიდრომეტეოლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტა ნიორაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved