დღეიდან პირბადის გამოყენება ღია და დახურულ სივრცეში სავალდებულო ხდება.
ამის შესახებ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ პირბადე არის ერთადერთი საშუალება, რომელიც ყველაზე კარგად იცავს მოქალაქეებს ინფიცირებისგან.
„ეს არის ყველაზე მარტივი, ყველაზე ეფექტური საშუალება. მოდით, ყველამ ერთად ვატაროთ პირბადე. ეს არის ყველაზე კარგი დაცვის საშუალება, როგორც საკუთარი თავის, ისე სხვისი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
დღეიდან მოქალაქეები, რომლებიც ღია და დახურულ სივრცეებში პირბადეს არ გამოიყენებენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან.
კომენტარები