დღეიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი ექვემდებარებიან კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას.
გარდა მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა, 2022 წლის 28 მარტამდე, AM კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება ან/და რეგისტრაციის მიზნით, პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების საშუალებითაც.
კომენტარები