დღეიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენა აღდგება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბილეთის ფასი და გაყიდვის წესი, ასევე, საშეღავათო პირობები არასრულწლოვანებზე კვლავ ძალაშია.
„მგზავრთა საყურადღებოდ ?
12 თებერვლიდან მესტიის და ამბროლაურის მიმართულებით შიდა ფრენები აღდგება ?
ავიარეისები შესრულდება შემდეგი მიმართულებით ?
▪ ნატახტარი – მესტია – ნატახტარი
▪ ნატახტარი – ამბროლაური – ნატახტარი
✈ გაცნობებთ, რომ ბილეთის ფასი და გაყიდვის წესი, ასევე, საშეღავათო პირობები არასრულწლოვანებზე კვლავ ძალაშია“, – წერია საქართველოს აეროპორტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები