შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების ეტაპობრივ განახლებას განაგრძობს და COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო, შეზღუდული სერვისების მიწოდების შემდეგ ეტაპზე გადადის.
დღეიდან მართვის უფლების მისაღებად, თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი აღდგება მათთვის, ვინც ელექტრონულად დაჯავშნა რიგი და კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, ვერ ისარგებლა სერვისით. მათ საშუალება ეძლევათ, გავიდნენ თეორიულ გამოცდაზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ერთ კონკრეტულ დღეს, იმავე სერვის ცენტრში, სადაც ელექტრონულად დარეგისტრირდნენ.
ამასთანავე, დღეიდან, სრულად აღდგება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა. რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლეობის, მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდიდან.
სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები, ჩვეულ რეჟიმში შესრულდება.
კომენტარები