სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:
…მეგობრებო, დღეს არის საერთო ეროვნული მობილიზაციის პირველი დღე. ეს დღე შედგა. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ ამისთვის. დღეიდან იწყება საერთო ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზა, რაც ნიშნავს, რომ შემდეგ დიდ შეკრებაზე უნდა ვიყოთ კიდევ უფრო მეტი, კიდევ უფრო მეტი ქართველი უნდა დავდეთ ერთად, რომ საბოლოო ჯამში გამარჯვება ვიზეიმოთ! ვიცი, რომ ბევრი იმედგაცრუებული ხართ, ბევრი ცოტა სკეპტიკურად უყურებთ ამ პროცესს, მაგრამ ერთ რამეს გთხოვთ: ვენდოთ ერთმანეთს. მე თქვენ გენდობით, მე თქვენ პატრიოტიზმს ვენდობი, მეთქვენ სამშობლოს სიყვარულს ვენდობი და გთხოვთ, გამოგვიცხადეთ ნდობა იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, გამარჯვება მოვუტანოთ მთლიანად საქართველოს. გპირდებით, რომ საქართველო იქნება ძლიერი, ერთიანი, ევროკავშირის წევრი, რეგიონის ლიდერი, გამთლიანებული, ერთ მუშტად შეკრული, ამაყი ერი. ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენი მისია”














კომენტარები