რამდენიმე საათში ევროპის პოლიტიკური ცენტრი სრულ კარანტინზე გადადის. ბელგიის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების შესამცირებლად მიიღო და როგორც პრემიერმა განაცხადა, ბელგია იტალიისა და საფრანგეთის მსგავს კარანტინს მიმართავს.
დღეიდან 5 აპრილამდე, მხოლოდ აფთიაქები და ის მაღაზიები იმუშავებს, სადაც საკვები პროდუქტები იყიდება. ქვეყნის მასშტაბით 19 დღის განმავლობაში შეზღუდული იქნება ქუჩებშიც გადაადგილება და კარანტინის დაცვას პოლიცია გააკონტროლებს.
მოსახლეობას შინ დარჩენისა და მოქალაქეობრივი პასუხიმსგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებენ, რათა ხელი შეუწყონ ვირუსის გავრცელების შემცირებას. ბელგიაში covid 19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 1243 ს შეადგენს. დაიღუპა 10 და გამოჯანმრთელდა 14 პაციენტი.
კომენტარები