საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან 2 თვის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირება დაიწყება. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მისი თქმით, ყოველდღიურად სახელმწიფო ჩაატარებს 20 ათასამდე ტესტს და შესაბამისად გაფართოვდება ტესტირების არეალიც.
“ამას დაემატება კერძო ლაბორატორიების შედეგებიც”, – თქვა მან.
მანვე აღნიშნა, რომ გაფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტირების რაოდენობაც, რომლითაც ინფიცირების დადგენა 20 წუთშია შესაძლებელი.
კომენტარები