• რეკლამა
  • კონტაქტი
02:19, ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, დღე მშვიდობისა, მე ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი ვარ და მე დავბრუნდი!“ – დეა მამისეიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:02 04-28-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,599

ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი:

,,ერთი წელია, გათენდება თუ არა, ტელევიზორის პულტს ინსტიქტურად “მთავარ არხზე” ვრთავ და წამიერად სულ ვშეშდები. ვერაფრით ვაჯერებ თავს, რომ არხი აღარ არსებობს. ამ სივრცისთვის მეც ჩემი წილი ცხოვრება, შრომა და ბრძოლა გავიღე. ალბათ, ამიტომ მიჭირს უკვე ზუსტად ერთი წელია რეალობაში დაბრუნებაც და არსებობაც. ძნელია, თან რომ ვერ წარმოიდგენთ, ისეთი ძნელი.

ბევრი მწერდა სად გავქრი, რატომ დავიკარგე ?! – კიდევ უფრო ცოტა შეთქმულების თეორიებს გაყვა და უცებ მომაკერეს ,,გაყიდულის” და ,,გაჩუმებულის” იარლიყი, მათ შორის ,,ჩემიანებიც” იყვნენ – გუშინწინ მეგობრები, გუშინ ჩასაფრებული მტრები. მაშინ არაფერი მითქვამს – დღეს მადლობას ვეუბნები თითოეულს – ამ ერთწლიანი თვითშეგუებისა თუ თვითგამორკვევის ეტაპზე ზუსტად ვიცი – არც ორ სკამზე მოკალათება შემიძლია და არც ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება.

ახლა მხოლოდ პასუხის დაბრუნება შემიძლია – მთავარი არხი, მართლა სახლი იყო. ჩემი ბრძოლის მთავარი იარაღი და ინსტრუმენტი. ერთი წლის წინ ჩამქრალი არხის და მწარე რეალობის პირისპირ მდგარი, საერთოდ დავიკარგე. თითქოს დახურვამ, მეც წამართვა ძალა და ჩავიკეტე. ასე ხდება, როცა სამსახური, სულაც არ არის სამსახური. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს და უკან მოვიხედო, ყოველთვის მადლიერი ვიქნები. ,,მთავარი” იყო თავისუფლება, რომელიც მე ნამდვილად მოვიპოვე. სიტყვის, მოქმედების, ეთერის წაყვანის, მონოლოგის წაკითხვის და, მთავარი, ბრძოლის თავისუფლება. მთავარში მივიღე უამრავი შესაძლებლობა და არანაირი ჩარჩო, ვინმეს ან რამეს მოვრგებოდი.

ალბათ, ამიტომაც გამიჭირდა მის შემდეგ, საკუთარი თავისა და პროფესიის დანახვა სხვა სივრცეში.

ახლა ამ სტატუსის დაწერაც მიჭირს, მაგრამ, ჩემი წილი ,,მთავარი” როგორ არ გავიხსენო?! არხის დახურვამ ძალიან მატკინა, მაგრამ ძალიან გამაძლიერა. ამიტომ ვიმეორებ, რომ ასჯერ და ათასჯერ გავივლიდი ამ გადაფასებისა და სწავლის ერთ წელს. ამ ერთ წელში სირთულეებმა ბევრი რამ და ვინმე დამანახა. გამზარდა, დამაფიქრა, საკუთარ შეცდომებზე, ადამიანების როლზე ჩემს ცხოვრებაში, სიტყვის ფასსა და მოქმედების მიზანზე. დამაფიქრა იმაზე, ვინ ვარ და ვინ აღარ მინდა ვიყო. ეს გაკვეთილიც ჩემთვის ყველაზე საყვარელი არხის დახურვით ვისწავლე.

მინდა სულ გახსოვდეთ ,,მთავარი”, იმიტომ რომ იქ ადამიანები, საკუთარი პრობლემებისა და სირთულეების გვერდით გადადების ხარჯზე, თქვენ გიყვებოდნენ ამბებს და ხანდახან, ამ ამბების მოყოლა შესაძლებლობების ზღვარს მიღმა იყო. რაღაცები ხომ მხოლოდ ,,მთავარარხელებმა” ვიცით და რჩება ჩვენთან. ტყუილად არ გეუბნებოდით, რომ “მთავარი ხართ თქვენ”. ძალიან ხშირად თქვენთვის ამბების მოსაყოლად, მართლა სასწაულებს ვახდენდით.

ამიტომ მჯერა კიდევ ერთი სასწაულის, რომელსაც ცხოვრება აუცილებლად მომცემს და ისევ თავიდან დავიწყებ პროფესიაში სუნთქვას – იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემი სჯერათ კიდევ ერთხელ ვუთხრა: დღე მშვიდობისა, მე ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი ვარ და მე დავბრუნდი!“

თეგები: დეა მამისეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ლოპოტამ $20-მილიონიანი ობლიგაციების სადებიუტო პროგრამის ფარგლებში, აშშ დოლარისა და ევროს ტრანშები სრულად განათავსა

18:18 08-19-2026
განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:13 08-19-2026
დაჭრილ მეომართა თანადგომის ფონდი
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარ-აგვისტოს საქმიანობა

14:07 08-19-2026
თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისის ონლაინ განათლების პროგრამები, რომლებიც მთელ საქართველოს აერთიანებს

13:43 08-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved