• რეკლამა
  • კონტაქტი
01:38, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დეპუტატი ტელევიზიის ეზოში იდგა და პამპერსით ხელში ელოდებოდა კოლეგას, ის სახლში არ მიდის და ეს გარეთ ვერ გადის” – რა ისტორიას იხსენებს ბონდო მძინარაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:44 09-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ჟურნალისტი, პირველ არხის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი:

“2003 წელს ტელეკომპანია “მზის” გადაცემაში “ღამის მზერა” ვიყავით მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციონერები.

დეპუტატებს შორის დებატები ისე გამწვავდა, რომ ასაკოვანმა მამაკაცებმა ერთმანეთს წარსული, ახალგაზრდობის ცოდვები წამოაძახეს. ერთ-ერთი ძალიან გაბრაზდა და ოპონენტს დაემუქრა, – გადაცემა რომ დამთავრდება, პამპერსი უნდა ჩაგაცვაო. და გადაცემის დასრულებისთანავე გარეთ გავარდა. ჩვენ სტუდიაში ვსაუბრობდით ეთერს მიღმა და თან მიკროფონებს ვიხსნიდით. კაცმა რომ თქვას, სერიოზულად არც მიგვიღია ეს მუქარა.

ცოტა ხანში შეშფოთებული პროდიუსერი შემოვიდა, – მართლა პამპერსი მოუტანია და ტელევიზიის ეზოში ელოდებაო. არ ვიცი, ის პამპერსი შვილიშვილებისთვის ჰქონდა ნაყიდი, სულ მანქანით დაჰქონდა თუ მისმა თანმხლებმა თანაპარტიელებმა მოუტანეს, მაგრამ ხელში პამპერსით კი ელოდებოდა ოპონენტსა და კოლეგას.

ახლა როგორი სიტუაციაა: ის დეპუტატი ეზოშია, ეს დეპუტატი შენობაში და ჩვენ, ბუნებრივია, ამათ პირისპირ ვერ დავტოვებთ. ის არ მიდის სახლში და ესეც ვერ გადის გარეთ.

შინაგან საქმეთა მინისტრს დავურეკე და ვითარება გავაცანი. გაიცინა. – რა გაცინებს, კაცო, ვინმე გამოუშვი, ახლა აქ კონცერტის გამართვის დრო არ არის მეთქი. – ახლავე მოვლენო.

მართლაც, რამდენიმე წუთში მოვიდნენ საბურთალოს პოლიციის ოპერატიული თანამშრომლები და ის პამპერსიანი დეპუტატი იქაურობას გაარიდეს, ეს პამპერსს გადარჩენილი დეპუტატი კი შინ წავიდა. კი არ გაიპარა, ჩვეულებრივად წავიდა. მანამდე კი ამბობდა, – არ მინდა, ჩემი შვილი ჩავრიო ამ ამბავში, თორემ გარეთ მელოდებაო.

ინგა გრიგოლია, გახსოვს ეს ისტორია? გვარებს საგანგებოდ არ ვწერ.

აბა, მითხარით: მე, პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი, უფრო გავლენიანი ვიყავი მაშინ თუ ევროკავშირის ელჩი – ახლა?”

თეგები: ბონდო მძინარაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved