• რეკლამა
  • კონტაქტი
16:40, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა გამოქვეყნდა

ალია ავტორი - ალია
11:07 11-22-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
230

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა გამოქვეყნდა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, შემუშავდა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილების სამოქმედო გეგმა, რომელიც შეესაბამება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასა და 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგში აღნიშნულ მიზნებს და განსაზღვრავს სისტემური მიდგომისთვის საჭირო ღონისძიებათა ფარგლებს.

დოკუმენტი 7 მიმართულებით ითვალისწინებს ნაბიჯების გადადგმას, ესენია:

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა (კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და კორუფციის პრევენცია, GRECO-ს რეკომენდაციების შესრულება).
საჯარო შესყიდვები („საჯარო შესყიდვების გამჭვირვალობის და ამ სფეროში ანგარიშვალდებულების შენარჩუნება“).
კონკურენციის პოლიტიკა („ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბება და იმპლემენტაცია“).
მართლმსაჯულება.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა („ფულის გათეთრების წინააღმდეგ პოლიტიკის შემდგომი გაძლიერება, მათ შორის, იურიდიული პირების და ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაციის გამჭვირვალობა, ასევე, ბენეფიციარი მესაკუთრეების თაობაზე ინფორმაციაზე დროული და ეფექტიანი წვდომა, MONEYVAL-ის და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად “).

პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.

მედია („მედია პლურალიზმის და მედია მფლობელობის გამჭვირვალობის გაძლიერება“).

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ სამოქმედო გეგმაში აღიარებულია პოტენციური პრობლემების ურთიერთდაკავშირებული ხასიათი, რაც იძლევა სამართლის სხვადასხვა სფეროსა და ამ სფეროების საქმიანობის განმახორციელებელ უწყებებს შორის ურთიერთკავშირის დამყარების შესაძლებლობას.

„უფრო მეტი ეფექტიანობისთვის, ის ასევე საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს ფოკუსირება მოახდინონ საკუთარ რესურსებზე და მიმართონ ისინი განსაკუთრებით მოწყვლადი სფეროებისკენ. ქმედებები, რომლებიც მიმართულია ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილებისკენ, ისეთი ქმედებებია, რომლებიც ხელს უწყობენ ოლიგარქიასთან დაკავშირებულ ფენომენთა იდენტიფიცირებას, მათთან დაპირისპირებას და პრევენციას. პირველი კატეგორიის ღონისძიებები ფოკუსირებულია შესაბამისი ორგანოების ინსტიტუციური სტრუქტურისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა მათ შეძლონ თავიანთი საქმიანობის განხორციელება დამოუკიდებლად, საიმედოდ, კოორდინირებულად და პროფესიონალურად. მეორე კატეგორიის ღონისძიებები ფოკუსირებულია აქტივობებზე, რომლებიც პირებს ან პირთა ჯგუფებს ხელს უშლის და/ან ზღუდავს საკუთარი სარგებლობისთვის/ბოროტად გამოიყენონ გადაჭარბებული უფლებამოსილება ან თავიდან აიცილონ ასეთი უფლებამოსილების კონცენტრაცია საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს ხელს შეუწყობს კონკურენციის, შესყიდვების, მედიის, არჩევნების და სხვა სფეროებში პროცესების მეტ სიჯანსაღეს და სიძლიერეს, უფრო მეტ საიმედოობას, სადაც გათვალისწინებული იქნება ევროპული სტანდარტები; ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეების არჩევანისა და ინტერესების უკეთესად ასახვას. სხვა კატეგორიის ღონისძიებები ფოკუსირებულია მეტი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაზე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში, რათა სისტემა იყოს უფრო ინკლუზიური და ადაპტირებადი და ამავდროულად რჩებოდეს დემოკრატიული კონტროლის ქვეშ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შემდეგი შვიდი სფეროს ყოველი აქტივობა ხელს უწყობს განმახორციელებელი უწყების გაძლიერების ერთ ან რამდენიმე ამოცანას; არსებული კანონმდებლობის დახვეწას; სფეროს უკეთ რეგულირებას ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, ან სისტემის სხვაგვარად გაძლიერებას, რათა მოხდეს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილება”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved