ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი ნიკა ობოლაძე ელექტროენერგიაზე გაზრდილ ფასებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დენის გაძვირება ენერგომაფიას უკავშირდება:
“ენერგეტიკა – რატომ გაძვირდა, სად მიდის ფული, რა ხდება.
2003 წლის ენერგო სიტუაციის ზუსტი აღრიცხვა შეუძლებელია, რადგან იყო კორუფცია, კლანური გადანაწილება, დენი იყო ცოტა და რაც იყო გადიოდა ქვეყნიდან სხვადასხვა სქემებით. სხვადასხვა ვარაუდით ქვეყანაში მაქსიმუმ 2 მილიარდამდე კილოვატი საათამდე რჩებოდა.
2011 წელს, სწორი მართვის შედეგად, ქვეყანა მოიხმარდა 10 მლრდ კილოვატამდე ელექტროენერგიას – 5 ჯერ გაიზარდა მოხმარება/მიწოდება. აქედან, 2011 წელს, ელექტროენერგიის იმპორტი: 470 მლნ კვტ ექსპორტი: 930 მლნ კვ ვიყავით წმინდა ექსპორტიორი ქვეყანა. 2021 წელს, ელექტროენერგიის იმპორტი – 2006 კვტ (4ჯერ და მეტჯერ გაზრდილი) ექსპორტი – 390 კვტ (2 ჯერ და მეტჯერ შემცირებული) დენის ტარიფი 300 კილოვატ და მეტ მოხმარებაზე თუ იყო 14 თეთრი, ახლა არის 26 თეთრი, 2 ჯერ გაიზარდა ტარიფი.
1. ოცნებამ თქვა რომ დენის ტარიფს გაანახევრებდა და ამ დროს პირიქით – 2 ჯერ გაზარდა.
2. მიუხედავად რუსული ენერგობლოკადისა, 2012 წლამდე მოხდა ენერგოდივერსიფიკაცია, ოცნებამ ქართული ენერგეტიკა გახადა რუსეთზე დამოკიდებული. ახლა, მოხმარების 20 % -მდე რუსული დენია, განსაკუთრებით ზამთარში ვართ დამოკიდებული.
3. დენის გაძვირება უკავშირდება ენერგომაფიას რომელიც არის 2 კომპონენტიანი,
ა) აფხაზეთისთვის დენის მიწოდების გაორმაგება და იქიდან ატკატის მიღება. 2011 წელს აფხაზეთს ვაწვდიდით 1,5 მლრდ კილოვატს. 2021 წელს აფხაზეთს მოვაწოდეთ 3 მლრდ კილოვატი. ჯამში აფხაზეთში 800 მლნ ლარის ენერგია გაგვაქვს წლიურად.
ბ) დენის ექპორტ-იმპოორტის შუამავალი კომპანიებით ვაჭრობა, რომელი კომპანიების ფინანსური მონაცემები დახურულია და რომლის უკანაც დგას ენეგომაფია. ჯამში 700 მლნ ლარამდეა ბრუნვა წელიწადში. ანუ: ბოლო 10 წელიწადში გავხდით ენერგეტიკულად რუსეთზე დამოკიდებული და ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს – ენერგომაფია იღებს ხალხის ჯიბიდან. რაც შეეხება ბიტკოინებს. ბიტკოინების წარმოება და ფულის კეთება კარგია, მე ამის წინააღმდეგი არ ვარ. მე წინააღმდეგი ვარ რომ მილიონერებმა და მილიარდერებმა ფული აკეთონ ხალხის ხარჯზე – ანუ თავად ბიტკოინები გამოიმუშაონ და დენის ფული ხალხს გადაახდევინონ. ზუსტად, ტარიფის ზრდის ნაწილი იყო “ბიტკოინები”, როდესაც მთავრობა სპეციალურ ფასად, იაფად ე.წ. თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში, საკუთარ კომპანიებს აწვდიდა დენს, ხალხი კი დენში 3-4 ჯერ ძვირს იხდიდა, ვიდრე მილიონერები ბიტკოინების წარმოებაში. ხშირად კი, მაგალითად სვანეთში საერთოდ არაფერს არ იხდიდა აქამდე. როდესაც 3 ოჯახი მოიხმარს დენს და ჯამში 2 ოჯახი იხდის საფასურს, ანუ ეს 2 ოჯახი იხდის მესამე ოჯახის მოხმარების ფასსაც. ზუსტად ასე იხდის გაჭირვებული ხალხი მილიონერი ბიტკოინების მფლობელების ელექტროენერგიის გადასახადს. ამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, მათ შორის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მეშვეობით” – აღნიშნავს ობოლაძე.














კომენტარები