• რეკლამა
  • კონტაქტი
01:19, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დემოკრატიის ათწლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია

ალია ავტორი - ალია
10:57 03-07-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
190

საქართველო მსოფლიოს 179 ქვეყანას შორის დემოკრატიზაციის 10-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა.

კვლევას „დემოკრატიის ანგარიში 2023“ აქვეყნებს დემოკრატიის კვლევის წამყვანი ცენტრი მსოფლიოში – ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM), რომელიც ერთ-ერთია იმ საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორები“ ეფუძნება.

მსოფლიოს ამ წამყვანი „სინქ თენქის“ შეფასებით, 2012-2022 წლებში დემოკრატიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესი მსოფლიოს მხოლოდ 14 ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ განიცადა. 2023 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველო 10-წლიანი დემოკრატიზაციის, ანუ დემოკრატიის პროგრესის მიხედვით, მსოფლიოს საუკეთესო ათეულში მოხვდა. 2023 წლის ლიბერალური დემოკრატიის ინდექსში საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის ლიდერობს და დემოკრატიის დონით უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მაგალითად პოლონეთი, უნგრეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და ა.შ.

ინდექსში კვლევის ობიექტს წარმოადგენს დემოკრატიის ლიბერალური პრინციპი, რომელიც ხაზს უსვამს ინდივიდუალური და უმცირესობების უფლებების დაცვის მნიშვნელობას სახელმწიფოს ტირანიისა და უმრავლესობის ტირანიისგან, რაც მიიღწევა კონსტიტუციით დაცული სამოქალაქო თავისუფლებებით, კანონის ძლიერი უზენაესობით, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით და ეფექტური მეთვალყურეობით. იმისათვის, რომ ეს იყოს ლიბერალური დემოკრატიის საზომი, ინდექსი ასევე ითვალისწინებს საარჩევნო დემოკრატიის დონეს.

2023 წლის ლიბერალური დემოკრატიის ინდექსის მიხედვით პირველ ადგილზე დანია გავიდა, მეორე და მესამე ადგილი შესაბამისად შვედეთმა და ნორვეგიამ დაიკავა.

V-DEM-მა ლიბერალური დემოკრატიის ინდექსის გარდა საქართველოს 10-წლიანი პროგრესი არჩევითი დემოკრატიის ინდექსშიც აღიარა. არჩევითი დემოკრატიის ინდექსის მიხედვით ბოლო 10 წელიწადში არჩევითი დემოკრატია მნიშვნელოვნად მსოფლიოს მხოლოდ 14 ქვეყანაში გაუმჯობესდა და მათ შორის საქართველოცაა.

ორგანიზაციის შეფასებით, „საქართველო 2012 წელს უკვე იყო კლასიფიცირებული, როგორც არჩევითი დემოკრატია, მაგრამ შემდეგ კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

კვლევაში აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონი ასე შეფასდა:

„აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ორი დემოკრატიული ქვეყანაა: სომხეთი და საქართველო. თითქმის ოთხჯერ მეტი – შვიდი ქვეყანა – არსებითად გაუარესდა: ბელორუსია, უნგრეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პოლონეთი, რუსეთი და სერბეთი“.

„აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კვლავ დომინირებს საარჩევნო ავტოკრატია: მოსახლეობის 63% ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთი; მოსახლეობის 22% გვხვდება საარჩევნო დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა ბულგარეთი და საქართველო; ხოლო 5% ცხოვრობს ლიბერალურ დემოკრატიულ ქვეყნებში ჩეხეთში, ესტონეთში, ლატვიასა და სლოვაკეთში.

არჩევითი დემოკრატიის ინდექსის კვლევის ობიექტს წარმოადგერნს დემოკრატიის საარჩევნო პრინციპი, რომელიც ცდილობს განასახიეროს მმართველების მოქალაქეებისადმი პასუხისმგებლობის ძირითადი ღირებულება, რაც მიღწეულია საარჩევნო შეჯიბრის უზრუნველყოფის გზით იმ გარემოებებში, როდესაც ხმის უფლება ფართოა; პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეუძლიათ თავისუფლად იმოქმედონ; არჩევნები არის სუფთა და არ არის დაზიანებული გაყალბებით ან სისტემატური დარღვევებით. არჩევნებს შორის არის გამოხატვის თავისუფლება და დამოუკიდებელი მედია, რომელსაც შეუძლია, წარმოადგინოს ალტერნატიული შეხედულებები პოლიტიკურ აქტუალურ საკითხებზე.

„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სოციალური პროექტი, სამეცნიერო მონაცემების შეგროვების და ანალიზის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე. მისი სათავო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში. პროექტს უძღვება ხუთი მთავარი გამომძიებელი, 23 პროექტის მენეჯერი, 33 რეგიონული მენეჯერი, 100-ზე მეტი კოორდინატორი და 4000-ზე მეტი ექსპერტი სხვადასხვა ქვეყანაში. ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის „გლობალური მმართველობის ინდიკატორები“ ეფუძნება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved