კორონავირუსის დელტა შტამის სიმპტომები არ არის სხვა ვარიანტებისგან განსაკუთრებით განსხვავებული, თუმცა პაციენტებს, რამდენიმე მკვეთრად გამოხატული სიმპტომი ახასიათებთ. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ “ღამის კურიერთან” ინტერვიუში განაცხადა.
თბილისის შიდსისა და ინფექციური პათოლოგიების ცენტრის დირექტორმა განაცხადა, რომ დელტა შტამი სხვა შტამებთან შედარებით, გაცილებით სწრაფად გადამდებია და დაავადების უფრო მძიმე ფორმებს იწვევს.
“დელტა შტამს ახასიათებს სურდო, წყალისებური სურდო, ცხვირიდან მეტი გამონადენი, მეტად ახასიათებს თავის ტკივილი, მეტად ახასიათებს ჩვეულებრივი გრიპის სიმპტომატიკა – უფრო მეტად, ვიდრე სხვა შტამებით გამოწვეულ კოვიდს. მაგრამ, ეს განსხვავება არ არის ისეთი თვალსაჩინო, რომ მარტო ამით დიაგნოზი დაისვას,” – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
კომენტარები