• რეკლამა
  • კონტაქტი
16:04, პარასკევი, 3 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დელტა შტამი, ძირითადად, არავაქცინირებულ ადამიანებს ებრძვის – კულუმბეგოვი

ალია ავტორი - ალია
12:18 08-10-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ალერგოლოგ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ კორონავირუსის დელტა შტამი განსხვავებული სიმპტომატიკით გამოირჩევა და ძირითადად არავაქცინირებულებს ებრძვის.

“წინა პლანზე წამოვიდა სურდო, ცემინება, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი და სიცხე. ეს ყველას უნდა ახსოვდეს. აუარება ადამიანი მიკავშირდება და მეუბნება, რომ სადღაც ორპირში იჯდა, ან დაბანილი გარეთ გავიდა, ან ტრანსპორტში ღია ფანჯრიდან უბერავდა, ჩამოთვლილ სიმპტომებს ამას უკავშირებენ და ტესტსაც არ იკეთებენ, რაც ძალიან სავალალოა და ვირუსის გავრცელებას განსაკუთრებულად უწყობს ხელს.

რაც შეეხება დელტა შტამის კიდევ ერთ თავისებურებას – მისი სიმპტომები შედარებით მალე, მესამე-მეოთხე დღეს ვლინდება.­ სხვა განსაკუთრებული თავისებურებები – მაგალითად, სიკვდილიანობის მატება ან ჰოსპიტალში მეტი ადამიანის მოხვედრა, არსად დადასტურებულა. ყველა ქვეყანაში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 50%-ზე მეტია, დელტა შტამი, ძირითადად, მაინც არავაქცინირებულ ადამიანებს ებრძვის. კლინიკებშიც სწორედ ისინი ხვდებიან. დაავადებულთა მხოლოდ 1% შეიძლება მოხვდეს საავადმყოფოში.

დაავადების მსუბუქი მიმდინარეობის ხანგრძლივობა 10-12 დღეა, მაგრამ კლინიკაში მოხვედრილი პაციენტები იქიდან ასე ადვილად ვერ ეწერებიან. შესაძლოა, მათი გამოჯანმრთელება უფრო გართულდეს, განსაკუთრებით – საშუალო ასაკში. 18-დან 50-წლამდე ასაკის პაციენტებს ზოგჯერ უვითარდებათ ციტოკინური შტორმი, რასაც სერიოზული ძალისხმევა სჭირდება. ეს კორონავირუსის ერთ-ერთი გართულებაა, ამიტომ ასეთ პაციენტებს კლინიკებში დიდხანს აჩერებენ.

დელტა შტამი სწორედ იმიტომ გადაედება რვა-ცხრა ადამიანს, რომ ის არამარტო ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. თუ დახურულ სივრცეში ხარ პირბადის გარეშე და არც ვენტილაციაა, ვირუსმა 10 მეტრის იქითაც შეიძლება დააინფიციროს ადამიანი. ანუ როგორც სიგარეტის კვამლი, ეს შტამი ისე რჩება ჰაერში.

დელტა ვარიანტის ორი ძირითადი კვლევაა ახალი. ერთი – ლონდონის სამე­ფო კოლეჯის კვლევა, რომელიც ივნისისა და ივლისის მონაცემებს მოიცავდა. ამ კვლევამ აჩვენა, რომ ყველა ფორმის დაავა­დებისგან დაცვისას “ფაიზერისა” და “ასტრაზენეკას” ეფექტიანობა ინგლისში, ორჯერ ვაქცინირებულებში, 50%-დან 60%-მდე მერყეობს, დაავადებულთა 40%-ს დაავადება­ უსიმპტომოდ აქვს. რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს, ამ შემთხვევაში დაცვის მაჩვენებელი 88%-დან 93%მდე აღწევს. “სინოვაკთან” დაკავშირებით კვლევა ჯერჯერობით მხოლოდ ჩილეში ჩატარდა, მაგრამ იქ ახლა იკრებს ძალას დელტა შტამი, უფრო ბრაზილიური ვარიანტია გავრცელებული. “სინოვაკმა” დაახლოებით 58%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, ოღონდ – ბრაზილიური შტამის მიმართ.

ბავშვებზე ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა. 10 წლამდე ასაკის ბავშვები და ჩვილები მოწყვლადი არიან ყველა შტამის მიმართ, ამიტომ მათი დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ორსულს და მეძუძურ დედას მოვუწოდებთ, აიცრან. მათთვის ნებადართულია “ფაიზერი”. ანტისხეულები, რომელთაც დედა აცრის შედეგად გამოიმუშავებს, ბავშვს გადაეცემა და იცავს, სანამ დედა მას ძუძუს აწოვებს. ვინც ორსულობას გეგმავს, ჯობია ორსულობამდე აიცრას, რომ მერე მთელი ორსულობა უსაფრთხოდ იყოს. ბავშვებთან დელტა შტამი მძიმედ არ მიმდინარეობს, მაგრამ ორი ჩვილის გარდაცვალებამ პანიკა გამოიწვია და ახლა ყველა დედა, რომლის შვილსაც კორონა დაუდასტურდა, ცდილობს, საკუთარი შვილი ჰოსპიტალში მოახვედროს. საბედნიეროდ, ასეთი ბავშვების 99.9% სახლში ზედმეტი ჩარევის გარეშე ეწერება” – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს

15:39 07-01-2026
როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved