• რეკლამა
  • კონტაქტი
04:28, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დეკეზერიზაციაა” ქვეყნის ამოცანა… თუ ევროკავშირი გვეტყვის, რომ არ გვინდა, მაშინ არ მივიღებთ ამ კანონს” – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
14:21 04-04-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
503

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:

 

„დეოლიგარქიზაცია ნიშნავს ქვეყნის გათავისუფლებას ოლიგარქიული გავლენებისგან, რაზეც საუბრობდა კეზერაშვილი, რაზეც აღიარებითი ჩვენება დადო. ესეც მეტყველებს მის ინტელექტზე, წესით ეს აღიარება არ უნდა დაედო მას, თუმცა კეზერაშვილი არის სრულიად უინტელექტო ადამიანი და წამოცდენები აქვს ხოლმე. აღიარა თავიდან ბოლომდე, რომ მას აქვს არაფორმალური გავლენა პოლიტიკაზე, „შავი ფულით“ აფინანსებს ქართულ პოლიტიკას და შესაბამისად, ის არის ოლიგარქი.

აქედან გამომდინარე, კანონის მიღება არის საჭირო, რადგან მითუმეტეს სადაც არის აღიარებული ოლიგარქიული გავლენები, იქ მოხდეს რეაგირება. დეოლიგარქიზაცია თუ არის მიზანი, „ნაცმოძრაობის“ პატრონებს არ უნდა შეეშინდეთ „დეკეზერიზაციის“. ეს არის რეალურად ქვეყნის ამოცანა, ასე გვეუბნებიან. ჩვენი ინიციატივა საერთოდ არ იყო ამ კანონის მიღება, გვეუბნებიან, რომ საჭიროა ოლიგარქიული გავლენების აღმოფხვრა ქართულ პოლიტიკაში. დღეს მთავარი გაცხადებული „ქეისი” არის კეზერაშვილის და სხვა შემთხვევებიც არის, როდესაც ადგილი აქვს ოლიგარქიულ გავლენებს ქართულ პოლიტიკაზე, როდესაც შავი ფული, სისხლიანი ფული იხარჯება ქართულ პოლიტიკაზე. თუ ეს არის ამოცანა მაშინ ჩვენ გვჭირდება კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირმა უნდა თქვას, რომ დეოლიგარქიზაცია არ არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ ავიღეთ უკრაინული კანონი და მივიღეთ საქართველოში, ამ კანონზე გვაქვს დადებითი დასკვნა, დასაზუსტებელი გვაქვს 6 საკითხი, დავაზუსტებთ და მიღებული იქნება. თუ ევროკავშირი გვეტყვის, რომ არ გვინდა დეოლიგარქიზაცია, მაშინ არ მივიღებთ ამ კანონს. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ევროკავშირის პოზიციაზე – თუ იტყვიან, რომ არ გვინდა დეოლიგარქიზაცია, არ მივიღებთ და თუ გვინდა მაშინ მივიღებთ კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ. მარტივად არის საკითხი“

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved