• რეკლამა
  • კონტაქტი
21:59, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დედოფლისწყაროში COVID-19-ით 26 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ალია ავტორი - ალია
11:48 09-24-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

დედოფლისწყაროში COVID-19-ით 26 წლის ბიჭი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი კოტე ლოლაშვილია, რომელიც ჯანმრთელობის გაუარესების გამო, თბილისის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ახალგაზრდის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ეხმიანება:

“არ შემეძლო ეს არ დამეწერა.

ამ ბიჭს საერთოდ არ ვიცნობდი, ნანახიც არ მყავდა. ფეისბუქზე მეგობრობა გამომიგზავნა დავიმატე და პირადში მომწერა. ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთო და მინდაო, რომ მე ჩემი წვლილი შევიტანო იოსებ არიმათიელის ეკლესიის მშენებლობაშიო. თანხით შეიძლება ვერ დაგეხმაროთო, მაგრამ სამშენებლო მასალები და ტექნიკა შემიძლიაო. ძალიან გამიხარდა დიდი მადლობა გადავუხადე და მოვილაპარაკეთ შევხვედროდით და დაგვეგეგმა. ცოტა ხანში ისევ მომწერა, კოვიდიდან ახალი გამოჯანმრთელებული ვიყავი.

მე გავიგეო,რომ კოვიდი გქონდათო და ახლა მე მაქვსო, კლინიკაში ვწევარო, ცუდად ვარ, მიჭირს სუნთქვაო. ძალიან შევწუხდი,მითუმეტეს იმ დღეებში ბავშვობის მეგობარი “პაკიშა” წაგვართვა ამ ვერაგმა ვირუსმა.

მე რაც შემეძლო გავამხნევე, ცოტა დათრგუნული მეჩვენა. ვუთხარი ეცადე ბევრი იარო, ღრმად ისუნთქო ტკივილამდე, ეცადე გულაღმა არ დაწვე, მიიღე ბევრი წყალი, სითხეები. არ უყურო ტელევიზორს და არ გაეკარო ფეისბუქზე, ან ნეტში არანაირ ნეგატივსთქო. მე დავამარცხე და შენც დაამარცხებ თქო.

კარგი ხასიათი და პოზიტივი ანგრევს მაგ ვირუსს თქო. რავიციო ქვეყანა რაღაცას მიკეთებენო, მასე გავაკეთებო მადლობა გადამიხადა. შემდეგ სულ ვკითხულობდი მის ამბავს, ნელნელა მძიმდებოდა, აი ახლა ეს ცუდი ამბავი წავიკითხე.

სასუფეველი დაგიმკვიდროს უფალმა კარგო ბიჭო, უცნობო მეგობარო, ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ჩვენს კუთხეს…”, – წერს სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved