დედოფალი ელისაბედ II სიბერით გარდაიცვალა, რასაც გამოქვეყნებული გარდაცვალების მოწმობა ცხადყოს.
დოკუმენტში, რომელიც ხუთშაბათს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ ბრიტანელი მონარქი ბრიტანეთის დროით, 15:10 საათზე გარდაიცვალა, 8 სექტემბერს ბალმორალის ციხესიმაგრეში, შოტლანდიაში.
გარდაცვალების მიზეზად სიბერე სახელდება. დოკუმენტს ხელს აწერს დედოფლის ქალიშვილი, პრინცესა ანა.

ელიზაბედი დიდი ბრიტანეთის ყველაზე ხანგრძლივი მონარქი იყო. ის 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის ნაცვლად ტახტზე მეფე ჩარლზ III ავიდა, რომელიც ოფიციალურად გამოცხადდა გაერთიანებული სამეფოს ახალ მონარქად 10 სექტემბერს.














კომენტარები