მიხეილ ზაქარეიშვილი, სოციალურ ქსელში, ოცნების კანონში ცვლილებებს ეხმაურება და წერს:
ახალი კანონის თანახმად:
53 წლის ახალგაზრდა ბიჭს დედამ საბერძნეთიდან ჩაგირიცხა 100 ევრო. აქედან 40 ევრო ბენფიკასთან რეალის ორიანზე დადე; 40 ევროთი იმ გოგოს, რომელიც მოგწონს, ვალი ნაწილობრივ დაუბრუნე; ხოლო დარჩენილი 20 ევროთი ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გადასახადი დაფარე.მერე ამ ინტერტნეტთან მიერთებული კომპიუტერით შეხვედი ფეისბუქზე და დაწერე პოსტი, რომლითაც კასპში გეი ქორწინების აკრძალვას ითხოვ.მოდის სახელმწიფო და სავსებით კანონიერად გიშვებს ციხეში 6 წლით. დედას 100 ევროთი ნაკლები აქვს; შენ ციხეში ზიხარ, იმ გოგოს ვალი ისევ გაქვს და ისევ ვერ ხვდები, რა იყო იმ კანონში რუსული; რეალს კი ისევ გაედო.
და რა არის გამჭვირვალობაში ცუდი?!














კომენტარები