• რეკლამა
  • კონტაქტი
03:14, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დედა გაკოჭა და სახლის პატრონს 5 ჭრილობა მიაყენა“ – რატომ მოკლა ბიზნესმენმა დამლაგებლის შვილი

ალია ავტორი - ალია
17:13 03-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
148

რა მოხდა პიკასოს ქუჩაზე, სადაც სახლის პატრონმა დამხმარე ქალის შვილი იარაღიდან გასროლის შედეგად მოკლა 8 მარტს. მომხდარ მკვლელობაში 29 წლის ბიზნესმენი საბა თათეშვილია ბრალდებული, რომელსაც გარდაცვლილმა მამაკაცმა დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.  

„რეზონანსს“ ბიზნესმენის მეზობლები იმ დილით მომხდარი ამბის შესახებ უყვებიან და მკვლელობის მოტივზე საუბრობენ. ამბავი კი ასეთია – ახალგაზრდა კაცს დილით, საკუთარ სახლში დანით შეიარაღებული პირი თანხის გამოძალვის მიზნით თავს დაესხა და 5-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა. საპასუხოდ კი თათეშვილმა, რომელიც ამჟამად კლინიკაშია, თავდამსხმელს ესროლა, რა დროსაც ის, ადგილზევე დაიღუპა. 

საბა თათეშვილის ოჯახი  შპს “საბა თაუერის” მფლობელია. მისი მეზობლები ამბობენ, რომ ის იძულებული გახდა თავი დაეცვა და დამლაგებლის შვილი, რომელიც მას მძინარეს, საწოლში ფულის გამოძალვის მიზნით თავს დაესხა, იარაღიდან ესროლა. 

45 წლის ვალერი შარტანოვმა 8 მარტს დილით დედას სამსახურში მიაკითხა და ფული მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ კი ის თოკით გაკოჭა და ოთახში ჩაკეტა. ამის შემდეგ კი ბიზნესმენის ოთახისკენ მიეშურება და მძინარეს დანის მუქარით ფულს სთხოვს. უარის შემდეგ კი მის დანით ჩეხვას იწყებს. 

29 წლის  ბიზნესმენსა და მას შორის ხელჩართული ბრძოლა იმართება, რაც სავარაუდოდ,  მის ოთახში მიმოყრილი ავეჯი და ნივთებიც ატკიცებს. თათეიშვილმა 5 ჭრილობა დანით მიიღო, რის შემდგაც უჯრიდან, სავარაუდოდ, მასზე გაფორმებულ იარაღის ამოღებას ასწრებს და თავდამსხმელს ადგილზე კლავს.  

ადვოკატი ამტკიცებს, რომ თათეშვილი თავის დაცვას ცდილობდა. მომხდარის ნაწილი ეზოსა და ჭიშკართან დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს. დაჭრილი ბიზნესმენი კი სახლს თავადვე საკუთარი ავტომობილით ტოვებს და რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიდის, თუმცა, კარანტინის გამო იქ მას ვერ ეხმარებიან და სასწრაფო დახმარების ავტომობილით „ევექსის“ კლინიკაში გადაჰყავთ. 

ბიზნესმენი გამომძიებლებმა უკვე გამოკითხეს. ამ დრომდე ბრალდებული პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.  ის დაკავვებულია და ბრალის წაყენებას ელოდება. 

„საბა თათეშვილი და მოკლული ვალერი შარტანოვი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. დედასთან ერთად, შარტანოვი თათეშვილებთან თავადაც მუშაობდა და სახლის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. ის სამსახურიდან 2008 წელს გაათავისუფლეს, გადაწყვეტილების მიზეზი ზუსტად არავინ იცის, მაგრამ სავარაუდოდ, არ იქცეოდა კარგად. არ ვიცით, რა ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ეს ქალი, მოკლულის დედა წლებია ამ ჯახში მუშაობს. მეზობლებიც ვიცნობთ, ძალიან კარგი ქალია.  

საბა თათეიშვილი კი ბიზნესმენის, შპს “საბა თაუერის” მფლობელის თემურ თათეშვილის შვილია. ძალიან კარგი ახალგაზდაა, როგორც ამბობენ თავს იცავდა. თავადაც დაჭრილია. მას მძინარეს გარდაცვლილი დანით თავს დაესხა და მის მოკვლას ცდილობდა. როგორც ამბობენ ფულს სთხოვდა, რომ მიეცა.  

თავად მოკლული ვალერი შარტანოვი მამასთან ერთად ჩაქვში ცხოვრობდა. დედა კიდევ გაუკოჭია და ოთახში ჰყოლია ჩაკეტილი. ფული ჯერ მისთვის მოუთხოვია, უარი რომ უთქვამს, შემდეგ თავს ამ მძინარე ბიჭს დაესხა“, – აცხადებს „რეზონანსთან“  ბიზნესმენის მეზობელი. 

საბა თეთეშვილის ადვოკატი კახა წერეთელი ადასტურებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფ პირს დანით მძინარეს თავს დაესხნენ და ის თავს იცავდა. ბიზნესმენმა აუცილებელი მოგიერიების უფლება გამოიყენა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას თავდამსხმელი მოკლავდა. 

“თუ საბას წაუყენებენ ბრალს, ფაქტობრივად, ამით პროკურატურა იტყვის, რომ თუ თავს გესხმიან, ან უნდა მოკვდე, ან წახვიდე ციხეში. ჩემი ინფორმაციით, დაღუპული ადამიანის დედა გამოიკითხა და მან გამოძიებას სრული და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდა. ვადასტურებ, რომ მასზე თავდასხმა მძინარე მდგომარეობაში მოხდა, მიაყენა დაზიანებები. ამ პიროვნებამ კი  თავი გადაირჩინა,” – განაცხადა ადვოკატმა.

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით უკვე ამოიღო  იარაღი და დანა. გამომძიებლები უკვე სწავლობენ იმ ვიდეომასალას, რომელიც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- მოხმარების, ასევე განზრახ მკვლლობით დაიწყო. იმ შემთხვევაში თუ საბა თათეშვილის ქმედებას ბრალდების მხარე თავდაცვად არ შეაფასებს, მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved