საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან, ბათუმში, კორპუსის ნაწილის ნგრევის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ნანგრევებში 3 ადამიანს ეძებენ.
„სამწუხაროდ, 5 გარდაცვლილია ნაპოვნი. ისინი პროზექტურაში არიან გადასვენებულები. თითქმის დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე სამ ადამიანს ვეძებთ. რაც ჩვენ ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს, წესით, მეტი არ უნდა იყოს. იცით, რომ პასუხისგებაში მივეცით სამი ადამიანი – ბინის მეპატრონე და ორი პირი, რომლებიც სამუშაოს აწარმოებდენ პირველ სართულზე“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
მან მაშველებსა და ადგილზე მომუშავე ტექნიკის ოპერატორებს მადლობა გადაუხადა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.
კომენტარები