• რეკლამა
  • კონტაქტი
09:52, კვირა, 25 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„დავუშვათ, დაუწესეს ბიძინას სანქციები, ამათ რა ხეირი, ერთი გამაგებინეთ“ – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:25 09-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,803

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი

– ბატონო გია, ბოლო რამდენიმე დღეა, ყველა ოპოზიციური მედია ოპოზიციას არანაკლებ აკრიტიკებს, ვიდრე ხელისუფლებას. მგონი, მიხვდნენ ოპოზიციის მხარდამჭერი ჟურნალისტები, რომ ისინი „ქართულ ოცნებაზე“ არანაკლებ უვარგისები არიან. ეს შეცვლის ვითარებას? ოპოზიციის ლიდერები შეისმენენ  იმათ კრიტიკას, ვინც აქამდე მათ ქება-დიდებაში იყვნენ?

– მე ვფიქრობ, ჯანსაღი კრიტიკა ყველას უხდება. კრიტიკა არის ერთგვარი მათრახი, რომელიც აქტიური ქმედებებისკენ გიბიძგებს.დიდი ბოდიში, მაგრამ ენ-დე-აი-ს კვლევების შედეგები რომ გამოქვეყნდა, ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა გააკეთა კომენტარი, ხელისუფლებას ცუდად აქვს საქმე, ეს კვლევებმა კიდევ ერთხელ დაადასტურაო. ამით შემოიფარგლნენ და ეს ადეკვატური რეაქციაა მათი მხრიდან? მე მგონი, რომ არა. კი, ხელისუფლებას მართლა ცუდად აქვს საქმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციას ავტომატურად კარგად აქვს საქმე. იმ კვლევებმა ისიც ხომ გვიჩვენა, რომ ხალხი არც ხელისუფლებას ენდობა, არც ოპოზიციას, არც ერთი უნდა და არც მეორე, არც ერთის იმედი არ აქვს. ეს კრიტიკა იმას წაადგება, რომ ოპოზიციამ გაიაზროს, რა შეცდომებს უშვებენ, იქნებ რაღაც შეცვალონ, რადგან როგორც ისინი დღეს იქცევიან, ამ პოლიტიკას, ამ ქმედებას არანაირი  შედეგი და არც რეალური პერსპექტივა არ გააჩნია. რაც მთავარია, ქვეყანა ზიანდება ამის გამო. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამის შესახებ. კარგია, რომ ამის აქტუალიზაცია მოხდა, კარგია, რომ ეს კრიტიკა ისმის ოპოზიციის მიმართ. კრიტიკა იმას არ ნიშნავს, რომ ეს ოპოზიცია ჩამოვწეროთ. კრიტიკა იმისთვის გვინდა, რომ ისინი ვაიძულოთ, შეცვალონ რაღაც და იმოქმედონ.

– მთავარს შეცვლიან? დასავლეთის იმედად რომ არიან, ევროპა და ამერიკა ბიძინა ივანიშვილს და მის გარემოცვას დაასანქცირებს, „ქართულ ოცნებას“ წასვლას აიძულებს და ჩვენ ხონჩით მოგვართმევს ხელისუფლებასო, დღემდე ასე ფიქრობენ. ეს მიამიტური და უტოპიური  მიდგომა თუ შეიცვლება?

– რაიმეს შეცვლიან, გააკეთებენ არ გააკეთებენ, ეს მაგათი გადასაწყვეტია, ჩვენ როგორ უნდა ვაიძულოთ, რომ რაიმე გააკეთონ? უნდათ, რომ რეალურად ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს? აქვთ რეალური ამბიცია, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ? თუ ეს უნდათ, რკინის ქალამნები უნდა ჩაიცვან, მოიარონ მთელი საქართველო, შეხვდნენ ხალხს და ამ  ხალხში ნდობა უნდა აღიდგინონ, ვისაც დაკარგული აქვს და ვინც  ახალი შემოსულია პოლიტიკაში, მათ ნდობა უნდა მოიპოვონ. ბიძინა ივანიშვილის საქმე რაც არ უნდა ცუდად იყოს, რომც დაასანქცირონ და დასავლეთმა სხვა სახის ზეწოლაც განახორციელოს მასზე, მის გარემოცვაზე, თუ ისინი არ გაინძრევიან, ეს არ შექმნის ავტომატურ საფუძველს, რომ მათი საქმე კარგად იქნება. რა, დასავლეთს მთლიანად მოწყვეტილი ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმები არ არსებობს? მშვენივრად გრძნობენ თავს ეს მმართველები და ხალხია შავ დღეში. დავუშვათ, დაუწესეს ბიძინას სანქციები, ამათ რა ხეირი, ერთი გამაგებინეთ. გახსოვთ, 2018 წელს როგორ გახდა ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრი? ცხადია, მოქმედი ხელისუფლების მიმართ ხალხის უკმაყოფილებით ისარგებლა, ოპოზიციის ლიდერი იყო,  ადგა, აიკიდა ერთი ზურგჩანთა და ერთი წლის განმავლობაში მთელი სომხეთი შემოიარა, მგონი, სოფელი არ დარჩა, სადაც არ ჩავიდა და ხალხს პირადად არ შეხვდა. ყველას უთხრა თავისი სათქმელი, რის გაკეთებას აპირებდა, როგორ აპირებდა, თუ ხელისუფლებაში მოვიდოდა.  ამით  ხალხის ნდობა მოიპოვა და  მერე იმ  ხალხმა დაუყვედრებლად   აირჩია პრემიერ-მინისტრად. აი, ასე უნდა ხალხთან მუშაობა. კვირაში ერთხელ ტელევიზიით რომ გამოვლენ და სიბრძნეს დააფრქვევენ და ეს ჰგონიათ პოლიტიკა. ეგრე სად არის? ეპიზოდურად ხვდებიან მხოლოდ ხალხს. ბიძინამ მთავარი რაც მოახერხა ის არის, რომ ხალხისთვის  არ უმტკიცებია, რომ თავად არის კარგი. ბიძინამ ეს დრო იმას მოანდომა, რომ ხალხს უმტკიცებს, რომ ყველა ოპოზიციონერი ნაგავი და მასზე უარესია. მან მოახერხა ოპოზიციის კომპრომეტაცია ობიექტური თუ სუბიქტური არგუმენტებით. ოპოზიციამ პირველ რიგში უნდა აღიაროს, რომ დღეის მდგომარეობით კომპრომეტირებულია ხალხის თვალში, ხალხი მათ არ ენდობა და კეთილი უნდა ინებონ და დაიბრუნონ ხალხის ნდობა. ნდობის დაბრუნებას კი ხალხთან პირდაპირი კომუნიკაცია უნდა. მერე  ეს,  სეზონის მიხედვით, ამინდის მიხედვით აქტიურობა უნდა მოიშალონ. ბარემ ცაზე ვარსკვლავების განლაგების  მიხედვით დაგეგმონ ღონისძიებები. ასე პოლიტიკა არ კეთდება. ეპიზოდურად სადმე გამოჩნდებიან, იქვე  დაახვედრებს ხელისუფლება 5-6 ნაძირალა პროვოკატორს, ამათ აგინებენ  და მერე ატეხენ ერთ ამბავს, აი, გვაგინეს და ჩაგვიშალეს აქციაო. საღამოს დასხდებიან ეს „დაზარალებული“ ოპოზიციონერები ოპოზიციურ ტელევიზიებში,  იქ  გადანაწილდებიან და დეტალურად ყვებიან, როგორ დაუნდობლად ებრძვის მათ ხელისუფლება. ამით ვითომ  ხალხს ეუბნებიან, რომ ისეთი მაგრები ვართ, პოლიტიკური მეთოდებით ვერ გვერევა ხელისუფლება და არალეგიტიმურ ძალას და საშუალებებს იყენებს ჩვენს წინააღმდეგო. კი, მაგრამ 2013 წლიდან ეს ხელისუფლება ამგვარად ებრძვის ოპოზიციას  და ამაში  ახალი რა არის? 2012 წელს, სააკაშვილის რეჟიმს რომ ვებრძოდით, მარტო  პროვოკატორებს კი არ გვიგზავნიდნენ, „ზონდერები“ ქვებს გვესროდნენ და რამდენჯერმე ხელჩართულ ბრძოლამდე მივიდა საქმე. მანამდე კი ოპოზიციის ლიდერებს იტაცებდნენ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, ტყეში მიჰყავდათ,  სცემდნენ, ზოგს ხელ-ფეხს ამტვრევდნენ და იქ ტოვებდნენ. არ ნებდებოდა ოპოზიცია, იბრძოდა და არც ამ ყველაფრის ეშინოდა. ამას ხედავდა ხალხი, გაჰყვა ბოლომდე ოპოზიციას და ლოგიკურ  დასასრულამდე მივიდა ეს ყველაფერი – „ნაცმოძრაობამ“ წააგო არჩევნები და წავიდა ხელისუფლებიდან. არჩევნების  გაყალბება ვერ გაბედეს და პირველ რიგში იმიტომ, რომ ხალხთან დაპირისპირება ვერ გარისკეს. იმ ხალხს კი ოპოზიციის იმედი და  ნდობა ჰქონდა. პოლიტიკოსს თუ ამ წინააღმდეგობის, ამგვარი ძალადობის  გადალახვა არ შეუძლია, ის რა პოლიტიკოსია? თავად აცხადებენ, ტოტალიტარული მმართველობაა ქვეყანაშიო და ძალადობის გარდა, სხვას რას ელიან ამ ტოტალიტარიზმის  დამცველებისგან? აბა,  საპროტესტო აქციებზე ტკბილეულით დახვდებიან? კოსტიუმებითა და თეთრი ხელთათმანებით პოლიტიკა არ კეთდება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. უნდა გადატეხო, უნდა გადალახო ეს წინააღმდეგობა. აბა, როგორ უნდათ პოლიტიკის კეთება, ვერ გამიგია. შედეგიც  შესაბამისია. დღევანდელი ხელისუფლება დგას ოპოზიციის მხრებზე, ოპოზიციის უუნარობა, პასიურობა, შეცდომები არის „ქართული ოცნების“ ძალაუფლების წყარო. კონკრეტულად, ძალაუფლების წყაროს მთავარი ფაქტორი.

თეგები: გია ხუხაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved