• რეკლამა
  • კონტაქტი
06:53, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დავწერ ისე, როგორც ვფიქრობ სააკაშვილზე …” – ბესელია

ალია ავტორი - ალია
11:37 10-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

პოლიტიკოსი, ეკა ბესელია:

“ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა და თან დღეს …

მე მომწონს ეს შინაგანი თავისუფლება, რომელიც წლების ბრძოლით მოვიპოვე და ასევე ბრძოლით შევინარჩუნე და ამიტომაც დავწერ ისე როგორც ვფიქრობ
სააკაშვილზე …

რასაკვირველია მახსოვს როგორი ტანჯვის გზა გამატარა , როდესაც ჩემი უდაშაულო ძმა და სკოლის მოსწავლე შვილი დააპატიმრა და ჩემთან შურისძიების გამო -მძევლად ამყოფა … მთელი ორი წელი გაგრძელდა ჩემი და ჩემი ოჯახის ენით აღუწერელი წამება ….

და ჩემი დასჯა გადაწყვიტა მან და მერაბიშვილმა მხოლოდ იმიტომ , რომ ჩემს პროფესიაზე უარი ვთქვი დროებით და ქუჩაში გამოვედი თავისუფლების და სამართლიანობისთვის….
მე პირადად არანაირი პრობლემა არ მქონდა იმათგან განსხვავებით ვისაც როცა შეეხნენ , მაშინ ამოიღეს ხმა ….
მე სხვათა დასაცავად გამოვედი ქუჩაში და ….
ამის მერე შური ჩემს ოჯახზე იძია და ამით დამსაჯა, მაგრამ ვერ გაგვტეხა … ერთი დღე არ შეგვიწყვეტია ბრძოლა და არც კომპრომისზე წავსულვართ!

ვიდექი წლები ტყვიების ზუზუნში, ყველა დარბევის დროს , სიცივესა თუ უიმედობაში, მაგრამ ფეხი არ მომიცვლია….არ შემშინებია ….
სასტიკად გამომცადა იმ ხელისუფლებამ !

ბიძინამ რომ მთხოვა – მჭირდები და ერთად ვიბრძოლოთო – პირველი რაც ვუთხარი :

მე მხოლოდ სამართლიანობისთვის ვიბრძვი და თავისუფალი სასამართლო უნდა იყოს ამ ქვეყანაში როცა მოხვალთქო!….

…. იგივე გზას დაადგა თავადაც და ოცნებაც და რასაკვირველია უარი ვთქვი მათზეც და ყველაფერზე ….
ამათაც სასტიკად გამომცადეს …..

მორალური ზღვარი წაიშალა ….

დღეს სააკაშვილს ისინი ამუნათებენ ყველაზე მეტად, ვინც ბრძოლაში არ მინახავს და ზარქუები, კობახიძე -მათიკაშვილები ისე იმალებოდნენ, საკუთარ თავს ვერ პოულობდნენ

ხელისუფლებაში 7 წელი თანამდებობაც მქონდა და გავლენაც და არასოდეს, არასოდეს მიცდია ჩემი ოჯახის ამწიოკებელ დავალების შემსრულებელ გამომძიებელ, პროკურორ, მოსამართლეებს ( ღირსნი კი იყვნენ) მივბრუნებოდი და პასუხი მომეთხოვა ….
არ მივეცი ჩემს თავს ამის უფლება ჩემი შინაგანი ეთიკის გამო ….

არც შურისძიება შემიძლია ….

და აღმოვაჩინე ისევ , ჩემს თავში , რომ მიუხედავად იმისა , არასოდეს დამავიწყდება ის სისასტიკე რაც ჩაიდინეს ჩემს მიმართ – არა მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი , მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ!

ნურავინ დამიწყებთ აქ მორალისტობას , განსაკუთრებით ისინი , მეასედი რომ არ გაგივლიათ იმ განსაცდელის და ტკივილის რაც გავიარე !

მე ჩემს თავში აღმოჩენილი შინაგანი ემპათია და ადამიანური განცდა მომეწონა სიკვდილის წინაშე მყოფი
თუნდაც ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ადამიანის მიმართ რომ გამაჩნია !

არ მომეწონებოდა ეს რომ არ დამენახა და არ ვაპირებ კეკლუცობას ამ თემაზე !

მზარავს ის ადამიანები , რომლებიც ქირქილებენ სხვის განსაცდელზე და სიცოცხლეზე !!!

არაფერი მოუცია უფალს სიცოცხლეზე დიდი და თუ შენდობაც და მიტევებაც შეძელი – თავად ხარ ადამიანი …..”

თეგები: ეკა ბესელიამიხეილ სააკაშვილი

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved