ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
“ესე იგი, ყველა ჩემს პოსტზე ისევ მხვდება
“ქართული ოცნების” მომხრეთა “გულუბრყვილო” კომენტარები:
“რა აქვთ ამ არასამთავრობოებს გამჭვირვალობის საწინააღმდეგო? თუ არაფერი აქვთ დასამალი, რატომ ატეხეს ამ კანონზე ასეთი ამბავი?”
არ ვიცი, მართლა არ ესმით, თუ თავს სპეციალურად ისულელებენ, მაგრამ მაინც დავშვრები და დავღეჭავ. იქნებ ჩემს პოსტებზე მაინც აღარ იკითხონ:
1) არასამთავრობეოების ხარჯები ისედაც გამჭვირვალეა. არცერთ არასამთავრობოს, რომელიც დასავლეთიდან ფინანსდება, არასდროს დაუმალავს ვინაა მისი დონორი. პორიქით, სიამაყაით აქვეყნებენ ხოლმე.
2) თუ კიდევ მეტი გამჭვირვალობა უნდა ვინმეს, არც ესაა მათთვის პრობლემა. უბრალოდ აქ ჩნდბა კითხვა: რაში ჭირდება გამჭვირვალობის და ფინანსებს დეკლარირების მოთხოვნას იარლიყის მიწებება? ანუ რა შუაშია გამჭვრივალობასთან ვინმესთვის “აგენტის” დაძახება? “აგენტის” დარქმევიზ გარეშე რატომ ვერ გაასაჯაროებ საკუთარ ფინანსებს? ეს კითხვა ერთხელ მაინც დაუსვით საკუთარ თავს და პასუხს თუ იპოვით, ჩვენც გაგვაბაგებინეთ.
3) ანუ საბოლოდ, ამ კანონის მიღების შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს, ვინც გრანტებზეა დამოკიდებული (და ასეთია რეგიონული მედიების ლამის 100 პროცენტი), მოუწევთ დაირქვან “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტი”. ანუ გამოვა, რომ ეს ხალხი, ვთქვათ, სასამართლოს დამოუკიდებლობას, იმიტომ კი არ ითხოვს, რომ საკუთარი ქვეყნის წინსვლა და დემოკრატიული განვითარება უნდა, არამედ იმიტომ რომ უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. ანუ მას საკუთარი ქვეყანა კი არ ადარდებს, არამედ უცხო ქვეყანა, რაც არის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა და უნამუსო ბრალდება. შესაბამისად არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის მთავარი ფუნქცია, გააკონტროლონ ხელისიუფლება, არ მისცენ ქვეყანაში ავტორკატიის დამყარების საშუალება სრულ აბსურდად იქცევა.
P. S. ვიცი, კომენტარებში ვიღაცები დაწერენ: განა არ არიან ისეთები, ვინც უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და ცალ ფხზე კიდიათ დემოკრატიაო? შეიძლბა არიან, მაგრამ ამის გამო განურჩევლად ყველას “აგენტი” უნდა დაარქვა? ეს სადაური სამართლია? რადგან განურჩევლად ყველას არქმევენ, თქვენც ხომ ხვდებით, რომ მათი მიზანი სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარებლების გამოვლენა კი არაა, არამრდ მთელი არასამთავრობო სექტორის და მედიის დიდი ნაწილის დისკრედიტაციაა, რათა თავის გემოზე დაამყარონ წვეყანაში ავტორკეატია?
ან კიდევ უარესი: ამ კანონის შემოგდების მიზეზი ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის მიცემაზე უარის თქმაა.
ამ ორის გარდა, სხვა ახსნა აქ არაა.”
კომენტარები