საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრი, მარიამ ჯაში მედიაცენტრ “მთავარში” ამბობს:
“8 მარტის შეთანხმებამ რეალურად ჩიხში შეიყვანა ხელისუფლება. რადგან მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება და ნაბიჯი აუცილებლად გახდება კრიტიკის საკითხი. თუ ქართული ოცნება გაათავისუფლებს პოლიტიკურ ლიდერებს და 20 ივნისსთან დაკავშირებით პატიმარს, ის აუცილებლად დაკარგავს საარჩევნო ხმებს. მეორე მხრივ, თუკი შეთანხმება ბოლომდე არ იქნება შესრულებული, გაგრძელდება კრიტიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ჩვენ თუ დავკარგავთ ევროკავშირის ან ვაშიგნტონის მხარდაჭერას, აუცილებლად აღმოვჩნდებით პირისპირ ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რაც ნიშნავს საქართველოს ტერიტორიების სამუდამოდ დაკარგვას და ქვეყანაში თავისუფლებისა და დემოკრატიული ნაბიჯების სტაგნაციას და უკუსვლას”
კომენტარები