• რეკლამა
  • კონტაქტი
23:42, სამშაბათი, 11 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დავით ზალკალიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა – საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

ალია ავტორი - ალია
20:22 01-05-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანს ტელეფონით ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეუ უწყების ცნობით, საუბრისას მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, უკრაინის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და რუსეთის ფედერაციის მცდელობები საქართველოსა და უკრაინის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შეფერხების მიზნით. 

„დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ვენდი შერმანს კოორდინაციისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის მომავალ კვირას აშშ-რუსეთის ორმხრივი დიალოგის, ასევე, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების წინ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან საუბრისას აღინიშნა, რომ რუსეთის მცდელობები, შეაფერხოს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაცია, წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებთან და მსგავსი რიტორიკა, რომელიც მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს უფლების შეზღუდვას, აწარმოოს დამოუკიდებელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სრულიად მიუღებელია. საუბრისას, ასევე, აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაცია და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, თანამედროვე ევროპული უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის მხარის მიმართ მადლიერება გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის. საუბრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე და შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც განაგრძობენ კონსულტაციებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.

„როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს მოკავშირეებთან რუსეთთან ორმხრივი დიალოგის წინ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ დროს შედგა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ვენდი შერმანის სატელეფონო ზარი ჩემთან. ვისაუბრეთ სწორედ იმ თემებზე, რომლებიც იქნება აქტუალური ამერიკა-რუსეთს შორის დაგეგმილ დიალოგში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, კოორდინაცია, პოზიციების შეჯერება. ჩვენ ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს, რომ საქართველოს პოზიცია ასევე იყოს შესაბამისად ასახული მათ ორმხრივ დიალოგში რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის, იმ მწვავე რიტორიკასთან მიმართებით, რაც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ნატო-ს გაფართოების საკითხთან დაკავშირებით და საერთოდ, რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. საუბრის დროს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, საუბრისას აღინიშნა, რომ აშშ-ის პოზიცია იქნება შეუქცევადი და უცვლელი, შეერთებული შტატები კვლავინდებურად გააგრძელებს საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერას.

„აღინიშნა, რომ მათთვის მიუღებელია მესამე მხარის ჩარევა საქართველოს სუვერენულ არჩევანში. ჩემი მხრიდან კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ აუცილებელია ორმხრივი დიალოგის ფორმატში რუსეთის ფედერაციასთან ძალიან მკაფიოდ იყოს დაფიქსირებული მიუღებლობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, ასევე ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებასთან მიმართებით და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაწესებასთან დაკავშირებით. ამ საუბრის შედეგად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ინტერესები იქნება შესაბამისად დაცული რუსეთ-ამერიკის ორმხრივი დიალოგის დროს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved